ალენ დელონი და მისი 35 ძაღლი (+ფოტო)
ალენ დელონი და მისი 35 ძაღლი (+ფოტო)
ახალგაზრდობაში ალენ დელონი სამხედრო ქურთუკს ატარებდა, რომ მოხერხებული ყოფილიყო გზაზე შემხვედრი ლეკვების გასათბობად. დღეს ფრანგ მსახიობს, რომელსაც მალე 78 წელი შეუსრულდება, უსახლკარო კატებისა და ძაღლების 5 თავშესაფარი და ძაღლთსაშენი აქვს.

"ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ძაღლი ცხოვრობს. თავადაც კი გამოვიყვანე განსაკუთრებული ჯიში. ძაღლები დიდ ბავშვებს მაგონებენ, რომლებიც მხოლოდ 10-15 წელი ცოცხლობენ…"

შვეიცარიაში გამოითქვა აზრი, შინაურ ცხოველთა ადვოკატის თანამდებობის შემოღებაზე. ალენ დელონის თქმით, მკვლელსა და ყაჩაღსაც კი შეუძლია ადვოკატის უფასო მომსახურების გამოყენება. შესაბამისად, დაცვის უფლება ცხოველებსაც გააჩნიათ.

- ადამიანმა უკვე იზრუნა საკუთარ ინტერესებზე:
მას ყავს ადვოკატი. ბავშვების მკვლელები და მოძალადეებიც კი კანონით იღებენ დამცველს! დამნაშავეებს, რომლებსაც არ აქვთ
სახსარი, სახელმწიფო უფასო ადვოკატის მომსახურებას სთავაზობს.

მამბო - ეს ძაღლი ცოცხლად დაწვა ორმა ახალგაზრდამ პირინეის ნახევარკუნძულზე.

ადგილზე ვეტერინარი გავუშვი, რომელმაც გადაარჩინა ძაღლი, მაგრამ სამართლებრივი კუთხით მამბოს საკუთარი ადვოკატი უნდა ყოლოდა და პირველად მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ პროცესის დროს ძაღლი სასამართლო დარბაზში ყოფილიყო.

წარმოიდგინეთ, მწამებლებმა მას ბენზინი გადაასხეს და ყველაფერი ეს გართობის მიზნით! როგორ შეიძლება მსგავსი რამ ჩაიდინოს ადამიანმა? ეს ყველაფერი რომ ჩემს თვალწინ მომხდარიყო, უბრალოდ მოვკლავდი იმას, ვინც ეს გააკეთა და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გავატარებდი. ცხოველები ერთმანეთს მხოლოდ საჭმლის გამო ესხმიან თავს, და არა "გართობის" გამო.

- თქვენი სიტყვებიდან ძაღლების მიმართ უდიდესი სიყვარული იგრძნობა.

- ყველა ცხოველის მიმართ, მაგრამ ძაღლებისადმი განსაკუთრებით. ისინი ადამიანებივით არიან, უბრალოდ უფრო ნაკლები უარყოფითი აქვთ. ადამიანი შეიძლება იყოს სადისტი, და უარესიც. ცხოველს კლუმბაზე მოსაქმების გარდა, სხვა არც არაფერი ცუდის გაკეთბა არ შეუძლია.

ძაღლი პატრონის ერთგულია და მას აბსოლუტურ სიყვარულს ჩუქნის, ვინც არ უნდა იყოს ის - უსახლკარო, უპოვარი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ან მსახიობი. განა ეს საოცრება არ არის?

- საიდან დაიწყო ძაღლების სიყვარული?

-  ძაღლებთან ერთად გავიზარდე და მათთან ერთად გავატარე მთელი ცხოვრება. პირველი იყო დობერმანი, სახელად გალა. ერთხელ მას დავუყვირე და უკან მივარტყი. ის დაჯდა. შემომხედა და დავინახე, რომ ტიროდა. მას შემდეგ ყველაფერს მივხვდი და ახლა ჩემი ძაღლები მუდამ იღიმიან. მაშინაც კი, თუ რაღაცას შემთხვევით იხულიგნებენ.

- თქვენთვის ცხოველების ინტერესებითვის ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო.

-მე ცხოველთა დამცველ ორგანიზაციაში ვარ, ვიხდი საწევროს, მხარს ვუჭერ 30 მილიონ თანამოაზრეს, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ბრიჯიტ ბარდოა. ჩემს სახლში, ლუარეში 8 ძაღლი ცხოვრობს. იქვე არის ჩემი 35 დაღუპული ძაღლის სასაფლაო. ჩემთან ცხოვრობს სამფეხა კურდღელი და სამფეხა კატა. დიახ, მე ჩემი შესაძლებლობების მიხედვით ყველა ცხოველს ვეხმარები და ვაძლევ თავშესაფარს".

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
bebe
როგორი დიდი მსახიობიც არის, ისეთივე დიდბუნებოვანი ადამიანია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?