ამ ქალს უამრავი ძროხა ჰყავს, თუმცა, მაწვნისა და რძის გაყიდვა არ შეუძლია. მიზეზი გაგაოცებთ
ამ ქალს უამრავი ძროხა ჰყავს, თუმცა, მაწვნისა და რძის გაყიდვა არ შეუძლია. მიზეზი გაგაოცებთ
5 წლის წინ მსოფლიო შეშფოთებილი იყო ფოკუსიმაზე (იაპონია) მომხდარი ტრაგედიის გამო. 

მიწისძვრისა და საშინელი ავარიის შედეგად, მთელი ტერიტორია რადიაციულ ზონად გამოხცადდა. ქალაქები ხალხისგან დაიცალა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დაზარალებულ რაიონეში 300-ზე მეტი ფერმა არსებობდა, სადაც ცხოვრობდა 3500-ზე მეტი ძროხა. 

ავარიის შემდეგ, ხელისუფლებამ გლეხებს უბრძანა ცხოველებისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინათ. ფერმერებმა, რომლებისთვისაც ცხოველები "ოჯახის წევრები" იყვენენ, ვერ შეძლეს ამის გაკეთება.

10-მა ფერმერმა ბრძანების შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მათ შორის არის მიკიკო იკედა. უდავოა, მან იცოდა, რომ რადიაციულ ზონაში მყოფი ძროხების
რძეს ვერ გაყიდდა, თუმცა, ის დღემდე უანგაროდ ზრუნავს ძროხებზე, რომლებსაც სარგებელი ვეღარ მოაქვთ. ქალს მათი
მოკვლა არც უფიქრია.

Zooclub

ფერმერები რისკავენ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რათა რადიაციულ ზონაში მყოფ ცხოველებს მიხედონ (მათი ფერმების ტერიტორიაზე რადიაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია).

Zooclub

თავიდან ყველას ეგონა, რომ ფოკუსიმაში დარჩენილი გლეხები უშედეგოდ შრომობდნენ. ისინი კარგავდნენ დროს იმ ცხოველების მოვლით, რომელთა ხორცი და რძე არავის გამოადგებოდა, თუმცა, 2012 წლიდან იკედისა და სხვა ფერმერების კეთილი საქმე დაფასდა.

მეცნიერებმა დაიწყეს რადიაციისა და ადამიანზე მისი ზემოქმედების შესწავლა დნმ-ის დახმარებით.

ივატეს უნივერსიტეტის პროფესორი კეიჯი ოკადა ცდილობს იპოვოს საშუალება, რომ რადიაციული ტერიტორიები საცხოვრებლად კვლავ გამოსადეგი გახადოს, რაც დაეხმარება ფოკუსიმაში მცხოვრებ ადამიანებს თავიანთ სახლში დაბრუნებაში.

"ჩემი ქალაქი მეორე ჩერნობილი გახდა. ტოკიოს მომავალი ფოკუსიმას განვითარებაზეა დამოკიდებული."- ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.

იხილეთ ვიდეო - როგორ ცხოვრობენ ცხოველები დღეს ფოკუსიმაზე.

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ცხოველების გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა

ABC
კი, მაწონს ადედებენ ხოლმე იაპონელებიც :)
ფისო
ასეთი ადამიანები დიდხანს იცოცხლებენ, დაავადების შემთხვევაშიც, მათ უფალი სამოთხეს უზადებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?