ამ პატარა ბიჭს მეტად უცნაური გატაცება აქვს...
ამ პატარა ბიჭს მეტად უცნაური გატაცება აქვს...
14 წლის მარკო დელ პინო მთელი დღე კომპიუტერთან თამაშით ან ტელევიზორის ყურებით დროს არ კარგავს. მას სხვა ჰობი აქვს - გადაარჩინოს სიცოცხლე.

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როდესაც მარკო საკუთარ ეზოში გაზონს კრეჭდა. მან შეამჩნია ყუთი, საიდანაც ხმა მოესმა. მიუახლოვდა და დაინახა სამი ახალშობილი ლეკვი.
პატარა ცხოველები მარკომ სახლში წაიყვანა, გამოკვება და დროთა განმავლობაში სანდო პატრონებს ჩააბარა. 

Zooclub

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, მარკო დადის ქალაქის ქუჩებში, რათა გადაგდებული, უპატრონო ცხოველები იპოვოს. ბავშვის თქმით, ხშირ შემთხვევაში, მის მიერ გადარჩენილ ცხოველებს მეგობრებზე აჩუქებს, რითაც
ძალიან კმაყოფილია, რადგან მას ყოველდღიური კონტაქტი აქვს მის მიერ გადარჩენილ ლეკვებთან ან კნუტებთან.

მარკომ და
მისმა ძმამ შექმნეს facebook-ის სპეციალური გვერდი, რომლის დახმარებითაც ცხოველებისთვის მზრუნველ პატრონებს პოულობენ.

Zooclub

14 წლის ბიჭის ოცნებაა შექმნას საკუთარი ცხოველების თავშესაფარი.

ასევე იხილეთ:

ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო

რატომ მიყავთ მშობლებს პატარა ბიჭი ყოველ წელს ალპებში?

ბავშვი ცდილობს შტორმის დროს უპატრონო კატასა და მის ახალშობილებს დაეხმაროს