ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა მელიამ, როცა ადამიანი სიცილით მიუახლოვდა (+ვიდეო)
ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა მელიამ, როცა ადამიანი სიცილით მიუახლოვდა (+ვიდეო)
ოთხი წელია, რაც თეთრი მელია სახლში შინაური ბინადარივით ცხოვრობს. ის ძალიან პატარა იყო, როცა პატრონმა მელიების ბეწვის ფერმაში იყიდა. ცხოველი დამოუკიდებლად ტყეში ცხოვრებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მამაკაცმა გადაწყვიტა სახლში გაეზარდა. მას არჩერი დააქვა.

"ის ძალიან რთული მოსავლელია. ვერ ვიტყვი ქცევებით ძაღლს გავს თუ კატას, რადგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, მე ის ძალიან მიყვარს და ვგრძნობ, რომ მასაც ვუყვარვარ. თავიდან ვიფიქრე ერთ მელას მაინც შევუნარჩუნებდი სიცოცხლეს და ბეწვის ფერმიდან ამ მიზნით დავიხსენი. მინდოდა, როცა წამოიზრდებოდა, ტყეში გამეშვა, თუმცა, ყველამ მითხრა, რომ სახლში
გაზრდილი ცხოველი ვერ ინადირებდა, მტაცებლებს ვერ დაემალებოდა და მალე მოკვდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე დამეტოვებინა." -ამბობს არჩერის
პატრონი.

Zooclub

რაც ყველაზე უცნაურია, 4 წლის მელიამ ადამიანივით სიცილი ისწავლა - როცა პატრონი იცინის, ცხოველიც იმავეს იმეორებს. ინტერნეტში მწრაფად გავრცელდა არჩერის ვიდეო, თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მონტაჟია. არჩერის პატრონი ირწმუნება, რომ მის ბინადარს მართლაც შეუძლია ადამიანის ხმაზე სიცილი.

იხილეთ ვიდეო და თავად გადაწყვიტეთ, მონტაჟია თუ ორიგინალი.

ასევე იხილეთ:

ძაღლისა და მელიას ერთგული მეგობრობა

ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული

10 ცხოველი, რომლებისგანაც შეიძლება ისწავლო ერთგულება და სიყვარული

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?