რატომ ყმუიან მგლები მთვარის შუქზე?
რატომ ყმუიან მგლები მთვარის შუქზე?
სინამდვილეში მგლები მთვარის მიმართულებით სულაც არ ყმუიან. ყმუილი - ურთიეთობის მნიშვნელოვანი ფორმა და ამ მტაცებლების სოციალური ქცევა. მგლის ყმუილს რამდენიმე მიზანი აქვს: მოახდინოს ხროვის ერთიანობა, ეხმარება მათი მოქმედების კოორდინაციას, ტეროტორიას "პირად საკუთრებად" აღიქვამს, ნადავლის პოვნის შემთხვევაში, სხვა მგლებს უგზავნის ნიშანსა და მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

შეიძლება ითვქვას, რომ მგელბის ცხოვრებაში ყმუილი დიდ როლს ასრულებს ისევე, როგორც ძველად ომში ბუკი და ნაღარა. 

მითი იმის შესახებ, რომ მგელი მთვარის შუქზე ყმუის, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: პირველი - მგელი, რომელიც ყმუის, თავს წევს ზევით.
ეს მოქმედება უზრუნველყოფს გაანაწილოს ხმა ყველა მიმართულებით, ამასთანავე,  ხროვის დანარჩენ წევრებს ეხმარება გაიგოს, თუ რომელი
ადგილიდან მოდის ხმა. მეორე - მგლები ხშირად ღამე ყმუიან, რადგან სწორედ ამ დროს არიან აქტიურები. მათ ნაკლებად აინტერესებთ, არის თუ არა ცაზე მთვარე.

მგლის ყმუილის ხმა შესაძლოა გაიგოთ ახალი მთვარის პერიოდში, ღრუბლიან დროს ან ზოგჯერ დღის განმავლობაშიც. მთვარიანი ღამეები, ჩვეულებრივ მშვიდი ამინდის პერიოდშია, ამიტომ ასეთ დროს ყმუილი უფრო კარგად ისმის.

ასევე იხილეთ:

რატომ "იბანენ" კატები პირს და ძაღლები არა?

როგორ შეცვალეს მგლებმა მდინარეები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?