ორი დღის მანძილზე ფუტკრებს მის მანქანაზე იერიში მიქონდათ.. საბარგულის გახსნის შემდეგ ის მიხვდა, რაში იყო საქმე..
ორი დღის მანძილზე ფუტკრებს მის მანქანაზე იერიში მიქონდათ.. საბარგულის გახსნის შემდეგ ის მიხვდა, რაში იყო საქმე..
ბრიტანელმა კეროლ ხორვატიმ მანქანა გააჩერა და საყიდლებზე გავიდა. უკან დაბრუნებულმა ნახა, რომ მის მანქანას ფუტკრების გუნდი შესეოდა!

ტომ მოსესი მომხდარს აკვირდებოდა: “დაუვიწყარი სანახაობა იყო! მე ახლოს ჩავუარე და უეცრად მანქანაზე დიდი ყავისფერი ჭუჭყისმაგვარი ნაკვალევი შევნიშნე, - ყვება მამაკაცი, - ადამიანები მხოლოდ იმიტომ ჩერდებოდნენ, რომ ეს გადაეღოთ”.


"მე ერთის მეშინოდა, - აგრძელებდა თვითმხილველი, - მანქანა ბარის პირდაპირ იდგა, საიდანაც შეიძლება რომელიმე მთვრალი გამოსულიყო და რამე ესროლა ფუტკრებისთვის, შემდეგ კი საავადმყოფოში მოხვედრილიყო”.

Zooclub

ტომმა გამოიძახა
ფუტკრების მცოდნეები, რომლებმაც ფუტკრების დიდი ნაწილი ყუთში შეიტყუეს.

მაგრამ ფუტკრები მაინც არ ნებდებოდნენ.

Zooclub

“მომდევნო დღეს ისინი ჩემს მანქანას სახლამდე მოჰყვნენ”, - ამბობს კეროლი.
მანქანის
მეპატრონეს კვლავ მოუწია ფგუტკრების მცოდნეების გამოძახება.

Zooclub

“აღმოჩნდა, რომ მათი დედოფალი საბარგულში რაღაცამ მიიტყუა და შემდეგ ის იქ უბრალოდ გაიჭედა”, - ახსნა როჯერ ბერნსმა, ფუტკრების ერთ-ერთმა მცოდნემ, - ამის შემდეგ დანარჩენი ფუტკრები (ასე 20 000-მდე) მას მიჰყვებოდნენ”.

Zooclub

“ფუტკრები ყოველთვის მიყვებიან თავის დედოფალს, ეს ნორმალურია, - ამბობს როჯერი, - მაგრამ ესენი არ ნებდებოდნენ და ორი დღის განმავლობაში მის გადარჩენას ცდილობდნენ. ეს უბრალოდ საოცარია!”
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?