"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე
"არც წმინდა გიორგის და არც ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ლომისობაზე
ცხობილია, რომ ლომისობის დღესასწაულზე სალოცავს საკლავს სწირავენ.

ლომისობის დღესასწაულის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მოძღვარი მრევლს ლომისობასთან დაკავშირებულ წარმართულ ტრადიციაზე რჩევას აძლევს:

"არაა ეს ქრისტიანული წესი! დღეს ლომისობაა - ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული.
გილოცავთ, მაგრამ ცხოველების ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არანაირად არაა ქრისტიანული წესი.
თუ გინდათ, რომ უფალმა მართლა შეიწიროს თქვენი შესაწირი, აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ. ეს იქნება ნამდვილი მსხვერპლი და მაგას შეიწირავს უფალი.
არც წმინდა გიორგის და არც მითუმეტეს ღმერთს არ ჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო და ცხვრის
ხორცი.
არაა ეს ქრისტიანული წესი!", - წერს მოძღვარი.

გიო
ზოგჯერ მგონია, მოსახლეობის ნაწილი პირველყოფილ თემურ წყობილებაში ცხოვრობს. თუ ადამიანი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, ყველაფერი წარმართული უნდა დაგმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მწვალებელია.აქ მეორე აზრი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება ამ კერპთაყვანისმცემლობის გამართლებას, თითქოს დაკლულის ნაწილი(რომელი ნაწილი:)?) ხალხს უნაწილდება, ან ეს გენში გვაქვსო, სრული აბსურდია. თუ ვინმეს დახმარება გსურთ, პირადად გადაეცით ფული, ან საჩუქარი. თუ ეს დახმარება ზოგადია, შეწირეთ თანხა ეკლესიას, ან ორგანიზაციას. რას ქვია მსხვერპლშეწირვა "გენში" გაქვთ! ამას ქართველებზე ადრეც ბევრი აკეთებდა მთელ მსოფლიოში(ადამიანებსაც სწირავდნენ მსხვერპლად), ზოგი ახლაც აკეთებს, თუმცა ადამიანის განვითარება იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო ადრინდელი სიმახინჯე. ვინც ამას სჩადის, ვიმეორებ, ის კერპთაყვანისმცემელი და ქრისტიანობის მტერია!
მართლაცდა ავოიეე
მეორე დღეს და ბოლოში რათა, ჰა? თავშივე და დასაწყისში რო დაარიგონ "დაკლული საკლავის ნაწილი" ხალხში, არა..? თუ რაც დარჩებათ, გაფუჭებას და გადაყრას.... ეგრეა "წეს-ჩვეულება"? "ცხორი ცხორი, ცხორი"! ლომისობის წინააღმდეგ კიარა უგვანი "წეს-ჩვეულებების" წინააღმდეგ უნდა იბრძოლო ზოგადად, თუ სამშობლო გიყვარს (ჯერაც არავინ დაგორებულა იმ თავქვეში გალეშილი)!
cVS-ს
თქვენ, რომ დადიხართ, ის გზა არ მოუშალოს ჩვენი ქვეყნის მეზობელს, ლომისის მხრიდან რომ გვესაზღვრება!
------
კომენტარებიდან გასაგებია, რომ ამ საქმეს არაფერი ეშველება.
ავოიეეე
ლომისობაზე დაკლული საკლავის ნაწილი,ხალხს ურიგდება და თუ ეს არ იცით დაიცადეთ ერთი დღე მაინც და ნახავთ თუ როგორ ანაწილებენ. ჯერ კარგად გაერკვიეთ ლომისობის წეს-ჩვეულებებში და მერე გამოთქვით თქვენი აზრები. სისხლისღვრა თქვენსავით მთიულებსაც არ უყვართ და უსისხლოდ რომ იკვლებოდეს ცხვარი,მათთვისაც უფრო სასიამოვნო იქნებოდა. ლომისობის წინააღმდეგ ძალიან მაგრად იბრძვიან ბოროტისეულნი,მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწევენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?