ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელია
ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელია
თუ შინაური ბინადარი გყავთ, ბედნიერი ხართ! ყველამ ვიცით, რომ ცხოველები პატრონის ზრუნვას გულწრფელი სიყვარულით პასუხობენ, რაც პატრონს აბედნიერებს. ახლა ამაში მეცნიერებიც დარწმუნდნენ.

მაიამის (ოჰაიო, აშშ) უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღინიშნება, რომ ცხოველების მფლობელები უფრო დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, განვითარებულები არიან ფიზიკურად და როგორც წესი, ძალიან კომუნიკაბელურები არიან. და ეს ყველაფერი იმ ცოცხალი არსებების წყალობით, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან!

აღსანიშნავია, რომ სწორედ ძაღლი აყალიბებს თავის პატრონს ათლეტად, ასევე აქტიური სეირნობა საშუალებას აძლევს პატრონს, საერთო ინტერესების (მაგ: ცხოველების სიყვარული) ახალი მეგობრები გაიცნოს.

ბავშვები ასეთ ოჯახებში იზრდებიან უფრო პასუხისმგებლიანები, გულისხმიერები და გულუხვები.

საოცარია, მაგრამ ასეთი უბრალო მეთოდი საერთო
ჯამში არა მხოლოდ ხელს უწყობს ადამიანს, იყოს კარგ ხასიათზე, არამედ აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას. დამტკიცებულია, რომ ეს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს, ასევე წმენდს ორგანიზმს და, რა თქმა უნდა, კურნავს სტრესისგან. ეს მეთოდიკა ხშირად გამოიყენება რთული დაავადებების სამკურნალოდ და ამ მკურნალობას შესანიშნავი შედეგი აქვს.


პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები იყვნენ აუტიზმით, გულის დაავადებებით, ცერებრალური დამბლით, ქცევის დარღვევით, შემჩნეული იქნა დიდი ცვლილება გამოჯანმრთელების გზაზე.

სტატიტიკის მხრივ, შინაური ცხოველების პატრონები 15%-ით იშვიათად აკითხავენ ექიმებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. გარდა ამისა, კვლევებმა, რომლებიც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში ჩატარდა, აჩვენეს, რომ 70%-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც შინაური ცხოველი ჰყავს, იშვიათად გრძნობს თავს მარტოსულად.

შინაური ბინადარი სახლში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებსაც მთელი თავისი სითბოსა და მზრუნველობის გაცემა უხარიათ და ამიტომ ცხოველების გარემოში უფრო ბედნიერები არიან.

ასე რომ, თუ ჯერ არ გყავთ შინაური ცხოველი, იმედი გვაქვს, რომ დაკვირვებით გადაიკითხავთ სტატიას და ისურვებთ გაბურძგნული და ერთგული მეგობრის ყოლას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?