რატომ აქვთ მწვანე სისხლი ცხოველებსა და ადამიანებს
რატომ აქვთ მწვანე სისხლი ცხოველებსა და ადამიანებს
კამბოჯაში აღმოჩენილ ბაყაყს Chiromantis samkosensis გამჭვირვალე კანი აქვს. მასში მწვანე სისხლი მოსჩანს, რაც ტროპიკულ მცენარეებში ბაყაყს შეუმჩნეველს ხდის.

ასეთი შემთხვევები ადამიანებშიც გვხვდება.

სისხლს წითელ ფერს გემოგლობინი აძლევს - პიგმენტი, რომელიც ჟანგბადს ატარებს. მაგრამ ბევრ უხერხემლოს ჟანგბადის მატარებელი სხვა პიგმენტი გააჩნია, რომელთა “სამუშაო ნაწილს” სხვადასხვა მეტალის იონები წარმოადგენენ. კერძოდ, მოლუსკების, ფეხსახსრიანებისა და ზოგი ცხოველის სისხლი ჰემოციანინს შეიცავს - რკინის იონების შემცველ პიგმენტს. ხშირად ეს ნაერთი სისხლს ლურჯად აქცევს, ხანდახან კი - მოლურჯო მწვანედ.

მწვანე სისხლი აქვს კამბოჯაში აღმოჩენილი ბაყაყის ერთ სახეობასაც.
ეს ბილივერდინის პიგმენტთან არის დაკავშირებული. ის წარმოიქმნება ღვიძლში (მათ შორის ადამიანის) და ფერს აძლევს ნაღველას.
თუმცა, ბაყაყის შემთხვევაში ის არ გამოიყოფა ორგანიზმიდან, არამედ უკან, სისხლში ბრუნდება.

მწვანე სისხლი ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. ეს ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც სისხლში გოგირდი ჭარბობს. გოგირდი ადვილად უერთდება ჰემოგლობინს. მიღებული ნაერთი სულფაჰემიგლობინი სისხლს მუქ მწვანე (ავოკადოს ქერქის ფერის) ფერს აძლევს. როგორც წესით, ასეთი სისხლის მატარებლებს ეს არანაირად არ აწუხებთ.
მესაფლავე
ამ სტატიის ავტორს ზოოლოგიის წიგნი თუ გადაუშლია ნეტა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?