მუქარის მიუხედავად, ეს ქალბატონი უსახლკარო ცხოველებს ეხმარება
მუქარის მიუხედავად, ეს ქალბატონი უსახლკარო ცხოველებს ეხმარება
15 წელია, დესი მარლინა ამინი (ინდონეზიის მცხოვრები) თითქმის 60 უსახლკარო ცხოველს უვლის. როგორც მუსულმანი, ამინი ამბობს, რომ ის ამას ღვთის ქმნილებების სიყვარულისა და პატივისცემის გამო აკეთებს.

თუმცა, ყველა არ ამართლებს მის ასეთ საქმიანობას.

ამინი თავის ფეისბუქ გვერდზე იმ ცხოველების ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც ეხმარება. ადამიანთა უმეტესობა მისი თავგანწირული შრომის მადლიერია, მაგრამ ზოგი ცდილობს მას ხელი შეუშალოს. მას ემუქრებოდნენ კიდეც.

“ბევრ გაფრთხილებას ვიღებ შეტყობინებების სახით, - ამბობს ამინი, - ზოგი ამბობს, რომ ჩემი მოკვლა უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ საშინელებაა ამ ცხოველების დახმარება”.

Zooclub
არო ცხოველებს ეხმარება" />

ისლამის ზოგიერი ინტერპრეტაციით, ძაღლს ისეთ “ბინძურ” ცხოველად თვლიან, რომლებსაც ადამიანები არც კი უნდა ეხებოდნენ.

Zooclub

“ის არ მაფიქრებს, რასაც ადამიანები ამბობენ, - აღნიშნავს ის, - არ მესმის, რატომ უნდა გვეშინოდეს ძაღლების. თუ ფიქრობთ, რომ ისინი ჭუჭყიანები არიან, იბანავეთ”.
ცხოველების მოყვარულები ცხოველების დახმარებით რელიგიურ ვალს კი არ არღვევენ, არამედ ასრულებენ. სწორედ ამიტომ ყოველ დილით საქმის დაწყებამდე (ის ტაქსისტია), ამინი ადგილობრივი კატებისა და ძაღლების დასაპურებლად საჭმელს ამზადებს.

Zooclub

“ვიცი, რომ ღმერთი მიყურებს. რომ ღმერთი მისმენს. ის იღიმება, როდესაც მხედავს, თუ როგორ ვაპურებ ცხოველებს, რომლებიც მან გააჩინა", - წერს ამინა. “მე ვზრუნავ მათზე, ვინც ღმერთმა წარმოშვა. მას ეს სამყარო მხოლოდ ადამიანებისთვის არ შეუქმნია. მჯერა, რომ ძაღლები და კატები ჩემთვის ლოცულობენ. მართლა მწამს ამის!”

Zooclub
gocha
მადლობა გაიხარე....
Diana
არაჩვეულებრივი და კეთილი ადამიანი
kxatuna dolidzeghmertma
Mმადლობა
elo
ეჰ ნეტა ყველა შენსავით პიქრობდეს დესი...
tamriko
დაგლოცოს უფალმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?