შინაური ბინადრების მფლობელებს ინსულტით გარდაცვალების ნაკლები შანსი აქვთ
შინაური ბინადრების მფლობელებს ინსულტით გარდაცვალების ნაკლები შანსი აქვთ
იმ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავთ, 40%-ით ნაკლები შანსი აქვთ ინსულტით გარდაცვალებისა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების მფლობელებს მეტი ფიზიკური აქტივობა უწევთ, კატის მფლობელების ჯანმრთელობაც ძლიერია. მათი გარდაცვალების რისკიც ინსულტის დროს ასევე პროცენტულად ნაკლებია. 

სამხრეთ ჯორჯიის შტატის ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 4 ათასამდე ადამიანი, რომლებიც 50 წელს იყვნენ გადაცილებულები. ყოველ მათგანს შინ ცხოველები ჰყავდა. კვლევის შედეგების მიხედვით, არცერთ მათგანს აღმოაჩნდა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 2006 წლის მონაცემებით, ადამიანებიდან, რომლებსაც შინ არ ჰყავდათ ცხოველი,
1000-დან 11 ინსულტით გარდაიცვალა, ხოლო ცხოველების მფლობელთა შორის, ამავე დაავადებით 1000-დან 7-ის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ:

რა შეიძლება გიამბოს ცხოველმა საკუთარი მფლობელის შესახებ?


შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები

კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?