ლომების გადარჩენისა და ნაკრძალში გაშვების ფოტო კადრები
ლომების გადარჩენისა და ნაკრძალში გაშვების ფოტო კადრები
პერუსა და კოლუმბიის ცირკებიდან ლომები გადაარჩინეს. ისინი გადაიყვანეს სამხრეთ აფრიკაში, რათა ცხოვრება თავიდან დაეწყოთ. გარეულ ცხოველებს უდიდეს ტერიტორიაზე გაშენებული ნაკრძალი დახვდათ. ფოტოგრაფმა მათი ბუნებაში გაშვების პირველი კადრები გადაიღო.


გადარჩენილი ლომების კონტეინერები ნაკრძალის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

Zooclub

ლომი კისა კარგს აღარაფერს ელოდება ადამიანებისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა და ის მშვიდ ცხოვრებას იწყებს.

Zooclub

Zooclub

მას სევდიანი თვალები აქვს. ის ყოველთვის ცუდს ელოდება, ამ შემთხვევაშიც არ იცის, სად მიყავთ და რა ელის.

Zooclub

Zooclub

ლომებს რიგრიგობით უშვებდნენ გალიებიდან. ნაკრძალის თანამშრომლები წყლით უმასპინძლდებიან მომლოდინე ცხოველებს.

Zooclub

Zooclub

ფრთხილი ნაბიჯები ბუნებაში. 

Zooclub

ნაკრძალის
თანამშრომლები.

Zooclub

"დიდი სახლი" სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

Zooclub

"ამ ლომებს დღის სინათლე დღემდე არ უნახავთ. მათ არასოდეს
უვლიათ ბალახზე. საოცარი სანახავია, როდესაც ვხედავ, თუ როგორ ეცნობიან ისინი ბუნებას."- ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, რომელმაც ლომები ტყვეობიდან იხსნა.

Zooclub

"სამწუხაროდ, ზოგიერთ ცხოველს კბილები ამოცლილი ჰქონდა, ხოლო ბრჭყალები ძირში მოჭრილი. დღეიდან მათი ტანჯვა დასრულდა. მათ ელოდებათ ახალი ცხოვრება."

"ამ პროექტით, ვცდილობთ, ლომებს ის ცხოვრება დავუბრუნოთ, რომელიც ადამიანებმა წლების წინ წაართვეს. ისინი კოლუმბიისა და პერუს ცირკებში არენაზე გამოყავდათ, მტანჯველი წვრთნების შემდეგ."

Zooclub


ტერიტორიაზე გაკეთებულია აუზი, სათამაშო მოედანი, ამიტომ ცხოველებს მოწყენის საშუალება არ ექნებათ.  ამ ადგილზე არაერთი ლომი ბინადრობს, რომლებიც რამდენიმე
წლის წინ გადაარჩინეს.

Zooclub

ამ ლომსაც ამ დრომდე არასოდეს უგორავია და უვლია მიწაზე.

Zooclub

ტამბოს (იოჰანესბურგი) საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ლომი მიიყვანეს კონტეინერით, რომელსაც კატარაქტა აქვს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ცირკის ლომების ახალი სიცოცხლე

როცა ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ შეხვდნენ, შიმპანზემ გაიხსენა ყველაფერი, რაც ამ ქალს მისთვის გაუკეთებია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?