საოცარი ოჯახი ინსტაგრამს იპყრობს (+ფოტო)
საოცარი ოჯახი ინსტაგრამს იპყრობს (+ფოტო)
ბოგსის ოჯახის ორფეხა და ოთხფეხა ოჯახის წევრები ინსტაგრამის ნამდვილ სენსაციად იქცნენ! და დამსახურებულადაც!

პიტბულის წყვილი, ორი ტერიერი, შესანიშნავი კატა და იხვების დუეტი მნახველს ღიმილს გვრის. მათ უკვე 32 000 ხელმომწერი ჰყავთ.

კეისი ბოგსი და მისი ქმარი ბლეიკი უკვე 10 წელია, ცხოველების გადარჩენით არიან დაკავებული.
ყველაფერი როქსიდან დაიწყო, რომელიც კეისიმ 19 წლის ასაკში გადაარჩინა. ისინი ერთად დადიან საავადმყოფოებში, სკოლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში და თერაპიით არიან დაკავებულნი.

ამის შემდეგ კეისიმ და მისმა მომავალმა ქმარმა სახლში პიტბული ნელა მიიყვანა. სამწუხაროდ, ნელა გულის დაავადებით
მოულოდნელად დაიღუპა.

ბოგსმა კიდევ ორი პიტბული - ჯეიკი და როუზი გადაარჩინა. ჯეიკი რამოდენიმე თვე მის
უგულო პატრონს ჩაკეტილ ყუთში ჰყავდა გამომწყვდეული. როდესაც ბოგსიმ ის სახლში მიიყვანა, ძაღლს ყველაფრის ეშინოდა, მათ შორის - შინაური კატის. ყველაფერი ერთ კვირაში შეიცვალა და ის ოჯახის უსაყვარლესი წევრი გახდა.

როუზი კრიმინალური რაიონიდან (ჩრდილოეთ სენტ-ლუისი) გადმოიყვანეს, სადაც პოლიციელები ქუჩაში ნებისმიერ პიტბულს ესვრიან. ბლეიკს ის უცნობმა გადასცა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძაღლის გადარჩენა უნდოდა. როუზის თათი ჰქონდა დაზიანებული. ის მალე გამოჯანმრთელდა. ბოგსი ამბობს, რომ როუზი მფრინავი თეფშების უბადლო დამჭერია და 1.8 მეტრ სიმაღლეზე ხტება.

ტერიერი ედიტი ოჯახს მას შემდეგ შეუერთდა, რაც ბნელ მოსახვევში, მკვდარ დედასა და ძმებზე მწოლიარე იპოვეს. მას კანის ბევრი დაავადება ჰქონდა, სამჯერ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ახლა სრულიად ბედნიერი და ჯანმრთელია.

მია - უკუტო კატა. ბოგსმა ის თავშესაფრიდან აიყვანა. კატას ძალიან უყვარს მანქანით მგზავრობა, ძლიერი ჩახუტება პიტბულებთან და გასეირნება ტყეში.

სულ ცოტა ხნის წინ ოჯახმა კიდევ ორი იხვი აიყვანა.

თავიდან გვინდოდა წიწილების აყვანა, მაგრამ იხვები ისეთი სიმპატიურები იყვნენ.

ჰერტრუდა და დონალდი ძალიან ჭკვიანები არიან. მათ იციან, რომ მთავარი “მამა” ოჯახში ჯეიკია და მასთან ახლოს ყოფნის ყველა საშუალებას ეძებენ.

ბოგსმა იხვებს საკუთარი სახლი აუშენა. ისინი თავიანთ დროს აუზთან, ძაღლებსა და კატასთან თამაშში ატარებენ.

ბოგსის ოჯახი ამჯერად ბავშვს ელოდება.

ჩვენ კი მოუთმენლად დაველოდებით ამ უსაყვარლესი ოჯახის ახალ ფოტოებს!

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?