რატომ უნდა აჭამოთ მაიმუნებს ფრთხილად
რატომ უნდა აჭამოთ მაიმუნებს ფრთხილად
გარეული მაიმუნები ადამიანებს ხშირად ბევრ პრობლემას უქმნიან. ამის მორიგი მაგალითია ტაილანდში სულ ახლახანს მომხდარი ფაქტი.

ტაილანდის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთით კურორტ ხუახინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა Khao Takiab-ის მთა, რომელსაც ასევე “მაიმუნების მთას” ეძახიან. მაიმუნების რაოდენობა აქ ათასობითაა. ტყეში მათი სამყოფი საკვები არ არის, ამიტომ მათზე ადგილობრივი მონასტრის ბერები ზრუნავენ.

იმის გამო, რომ მთა ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს, მონასტრის შესასვლელთან, ნავებია განლაგებული, სადაც ცხოველებისთვის საკვების ყიდვა შეიძლება. სასუსნავში შედის არაქისი, სიმინდი და ბანანი. პორციის ღირებულება 50 ბატს შეადგენს. აქვე ტურისტებს აფრთხილებენ, რომ მაიმუნების კვების
დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. ცხოველი შეიძლება მხარზეც შეახტეს ადამიანს. ასეთ დროს საჭიროა, ფრთხილად დადოთ საკვების
ჯამი მიწაზე და ადგილიდან გაეცალოთ. გარდა ამისა, საჭიროა, ხეებიდან და სახურავებიდან თავი შორს დაიჭიროთ - ამ შემთხვევაში სურნელზე მოსული მაიმუნები ადამიანს თავს ესხმიან.

სწორედ ეს შეემთხვა ერთ-ერთ ტურისტს 9 ივლისს. მეორე მოგზაურმა კი მოასწრო და სცენა ფოტოაპარატზე აღბეჭდა: ათობით მშიერი მაიმუნი მთლიანად შეესია ადამიანს, რომელიც მათ გამოკვებას ცდილობდა. ფოტოს ავტორი უცნობია, თუმცა, ფოტო სოცქსელში გავრცელდა და ამ შემთხვევის მომსწრე ადამიანებიც გამოჩნდნენ კომენტარებში.

მაიმუნებთან შეხვედრის უამრავი შემთხვევაა ცნობილი, მაგალითად რამოდენიმე ხნის წინ მაიმუნმა რუსი ტურისტი დაკბინა. ასევე ცნობილია ამ ცხოველების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის მრავალი მაგალითი. ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა წლის დასაწყისში ჩინეთში მოხდა, როდესაც მაიმუნმა ტურისტს ქვა ესროლა და მოკლა.
Zooclub

MARI
ყველაზე არასასიამოვნო ცხოველი, მაიმუნი და გველი, რომელსაც ვერასდროს ვერ შევიყვარებ, ძალიან ბევრი შემთხვევა რომ მაიმუნს ძალიან დაუმახინჯებია ან მოუკლავს ადამიანი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?