პლანეტაზე ნაპოვნია ადგილი, სადაც უნიკალური ცხოველების მაქსიმალური კონცენტრაციაა
პლანეტაზე ნაპოვნია ადგილი, სადაც უნიკალური ცხოველების მაქსიმალური კონცენტრაციაა
ყველაზე მეტი უნიკალური ძუძუმწოვარი ფილიპინების არქიპელაგის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ ლუსონზე ცხოვრობს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი და ფილიპინელი მეცნიერები.

მათი სამუშაოს შედეგები ჟურნალ "Frontiers of Biogeography"-შია გამოქვეყნებული.

15 წლის მანძილზე მკვლევარები კუნძულ ლუსონის ფაუნას იკვლევდნენ და შეთანხმდნენ, რომ კუნძულის 93% ძუძუმწოვარი პლანეტის არც ერთ სხვა წერტილში არ გვხვდება.

Zooclub

“ლუსონზე გამოკვლევები 2000 წელს დავიწყეთ. ვიცოდით ადგილობრივი უნიკალური ფაუნის შესახებ, თუმცა, შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა: აქ ძუძუმწოვრების უამრავი სახეობა აღმოვაჩინეთ”, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ჩიკაგოში არსებული ფლიდის სახელობის მუზეუმის წარმომადგენელი ლორენს ჰინი.

მეცნიერების ჯგუფმა 28 ახალი ძუძუმწოვარი აღმოაჩინა. ამგვარად, დღესდღეობით, ადგილობრივი ცხოველების 56 სახეობაა ცნობილი, მაგრამ 52
მათგანი მხოლოდ კუნძულ ლუსონზე გვხვდება.

ძუძუმწოვართა შორის ოთხი სახეობა, დიდულვაშებიანი პატარა თაგვისა და თაგვების ხუთი სახეობა, რომლებიც მიწის მთხრელებს გვანან, ძირითადად ჭიაყელებით იკვებებიან. მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი დანარჩენი სახეობების აღწერა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

Zooclub

“კუნძულზე არის მთები, სადაც ვნახეთ  ძუძუმწოვართა ახალი სახეობები, რომლებიც მხოლოდ ერთი ეკოსისტემის ფარგლებში გვხვდება. ასეთი კონცენტრაცია ევროპის არც ერთი კონტინენტისთვის არ არის დამახასიათებელი”, - ამბობს იუტას შტატის მუზეუმის წარმომადგენელი ერიკ რიკარტი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მთები, რომლებიც კუნძულს ფარავენ, თითქოს ამ ძუძუმწოვრებისთვის რეალურ ბარიერს წარმოადგენენ. შედეგად, ფორმირდება უნიკალური ფაუნის მქონე ცალკეული ეკოსისტემები.

Zooclub

კუნძულზე, რომლის სიდიდე 100 000 კვ/კმ-ს შეადგენს, საკმარისი ადგილებია ცხოველების სიცოცხლისთვის. გარდა ამისა, ლუსონი თავისი ისტორიის მანძილზე დაკავშირებული არ იყო ხმელეთის სხვა ნაწილებთან, რის გამოც ადგილობრივი ფაუნა იზოლირებულად ვითარდებოდა. ეს ფაქტორები ლუსონის ბიომრავალფეროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?