იპოვეს ზარმაცას სიზარმაცის მიზეზი
იპოვეს ზარმაცას სიზარმაცის მიზეზი
მკვლევარები თვლიან, რომ ზარმაცების შენელებული მოძრაობა მათ ცხოვრებასა და კვების თავისებურებებზეა დამოკიდებული.

სპეციალისტები ვისკონსინი შტატის უნივერსიტეტიდან (აშშ) ზარმაცების ზედმეტ სინელეს იმით ხსნიან, რომ ისინი ძუძუმწოვრების იმ იშვიათ სახეობას მიეკუთვნებიან, რომლებიც უშუალოდ ხეზე ცხოვრობენ. ამ ცხოველების ქცევაზე მეცნიერები კვლევას ატარებდნენ კოსტა-რიკის ჩრდილო-აღმოსალეთ ტყეებში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რამდენ ენერგიას ხარჯავენ ზარმაცები. აღმოჩნდა, რომ სამთათიანი ზარმაცები დაახლოებით 460 კილოჯოულ ენერგიას ხარჯავენ დღეში (რაც 110 კალორიის ექვივალენტურია). ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ძუძუმწოვართა შორის.

ზარმაცების დაბალი აქტივობა, პირველ რიგში, მათი დიეტითაა გამოწვეული. მცენარეების ფოთლებს მცირე კვებითი
ღირებულება გააჩნიათ, ამასთან, ასეთი საკვების ძალიან დიდი რაოდენობით მიღების საშუალებას კუჭის სიდიდე არ მისცემთ. ამგვარად,
ზარმაცები საკმაოდ ღარიბ რაციონს დასჯერდნენ.
იმის შედეგად, რომ ცხოველები არ იღებენ საკმაო ენერგიას საკვებისგან, ძალების ეკნომია უწევთ. ზარმაცების მეტაბოლიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კალორია დაწვან. ცხოველებისთვის დამახასიათებელი სინელე მათი უნიკალური მეტაბოლიმის სწორედ ერთ-ერთი გამოვლინებაა: მეტი აქტიურობა ზარმაცებს უბრალოდ არ შეუძლიათ.






tamari
მასე კურდღლებიც მცენარეებს ჭამენ და კი არიან ჯანზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?