ჩინეთში ყველაზე დიდი ზომის ნიანგს 16 საცოლე შესთავაზეს
ჩინეთში ყველაზე დიდი ზომის ნიანგს 16 საცოლე შესთავაზეს
"ჩინეთის პროვინცია ფუძიანში ყველაზე დიდი ზომის ნიანგს 16 საცოლე კანდიდატი შესთავაზეს", - ამის შესახებ სააგენტო სინხუა ტვიტერით იტყობინება.

46 წლის სიამის ნიანგის, სახელად ცზიუიეს, სიგრძე 6.5 მეტრია, წონა 1.5 ტონას აღწევს. 16 კანდიდატი 100 ნიანგიდან შეირჩა. ისინი ცზიუიესთან ახლოს დაასახლეს, რათა უახლოესი 3 თვის განმავლობაში მან ერთი საცოლე აირჩიოს.

ქვეწარმავალი ჩინეთიდან და ტაილანდიდან 2000 წელს ჩამოიყვანეს. ის ქალაქ სიამენის ნიანგის პარკში ბინადრობს. ცზიუიეს პირველი მატება 2011 წელს დაფიქსირდა.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?