ია ფარულავა - ”მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... ''
ია ფარულავა - ”მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... ''
მსახიობ ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. დღეს ფეისბუქზე კატებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გაგვიზიარა:

''ბოლო ათია წელია, სულ მყავს კატა. ყველა ჯიშიანი იყო - სპარსი და ბრიტანები ძირითადად კაი ძვირები და კაი უხასიათოები ყველა,

მაგრამ მას მერე, რაც ქუჩის უშნო კნუტი ავიყვანე, მივხვდი, თუ რა ყოფილა კატა... საოცარია... ამიტომ გირჩევთ, რომ ქუჩის კნუტი შეიფაროთ, იყოლიოთ სახლში, ადვილი მოსავლელები არიან ფრიად.

მერე მადლობას მეტყვით - აურის გამწმენდი, ნეგატივის მშთანთქავი, მოსიყვარულე, თბილი, წნევის მარეგულირებელი და სხვა ამბები მისტიკაში აღარ გადავალ - ძველ რომში
ყველას ყავდა ერთი ფისო სახლში, ნეტა, რატომ?"- წერს ია.

www.reitingi.ge
manana
მეც ძალიან მიყვარს კატები,ახლა ლონდონში ვცხოვრობ ჩემს ლანდლორდს ყავს სამი ფისო ძალიან საყვარლები კაცი გადარეულია ისე ვეფერები [კატებს რასაკვირველია]ია,გაფასებ და მიყვარხარ,იმიტომ რომ შენც ფისომოყვარული ხარ
ეკას
და თქვენმა შვილებმა თუ იციან, რომ მესამე დედმაშვილიც ჰყავთ თვალხატულას სახით? თუ არაფერი იციან, ნუ ეტყვით... ისე, ყოველი შემთხვევისათვის...
juna
სიბერეში კატა კი არა, ზოგს სამი შვილი ჰყავს და მაინც მარტოა. კატა ეს ხომ სინაზის, სითბოს, სიყვარულის, ხალისის მომცემია. აიყვანეთ ფისო და თქვენ გახდებით სიყვარულით სავსე ადამიანი, თვითონ ფისო შეგაყვარებთ თავის თავსაც და ცხოვრებასაც.
ფისო
ამბობენ,კატები მაღალი ინტელექტის ადამიანებს უყვართო! სხვათაშორის, ვინც ცხოველის სიყვარული არ იცის,ადამიანები ძალიან ეყვარება?
eka
მეც მყავს ფისო.ორი შვილი მყავს.ის მესამე შვილია.საოცარი ცხოველია კატა.ძალიან დიდი სიყვარული და ერთგულება იცის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?