აუცილებელი საგზაო ნიშნები!
აუცილებელი საგზაო ნიშნები!
მცირე დეტალები - საფოსტო ყუთები, წარწერები მაღაზიებზე ან კარის სახელურები - ქვეყანაზე ბევრად უკეთ ქმნიან წარმოდგენას, ვიდრე ნებისმიერი ღირსშესანიშნაობა. ავიღოთ, მაგალითად საგზაო ნიშნები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.


1. ვეშაპებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილი მოედნების მაჩვენებელი. ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქ ხერმანსუში, კეიპტაუნის მახლობლად.

2. არ აჩქარდეთ მოსახვევებში, ქვემოთ შეიძლება იყვნენ ნიანგები.

3. ყურადღება მიაქციეთ გზას! გველების გამოჩენისას დააჭირეთ მუხრუჭს.

Zooclub

საგზაო ნიშნები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზოოპარკის მაჩვენებელს გავს. თუ, მაგალითად საქართველოში მანქანების წინ შეიძლება აღმოჩნდეს ძროხა, ციყვი, ძაღლი ან კატა, იქ ”დამრღვევების” სია ბევრად გრძელია.


4.
კუს უყვარს ასფალტზე გათბობა.

5. ბოულდერს-ბიჩის სანაპირო პინგვინებს უკავიათ.

6. კეპიტაუნში ბაბუინის თავდასხმისგან თავის დასაცავად
მანქანის კარი სჯობს დაბლოკოთ.


მანქანაზე, რომელსაც ფანჯრები აქვს დაწეული, შეიძლება ბაბუინების გუნდმა მიიტანოს იერიში. მათი ვალი ხომ ყველაფრის გატაცებაა, რაც ცუდად დევს.

Zooclub

7. მარტორქა ახლა მხოლოდ ნაკრძალში გვხვდება. ცხოველები გადაშენების ზღვარზე - მათი რქა ოქროზე ძვირი ღირს.

8. ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ”ფეხით მოსიარულე” - სპილო.

9. ბეჰემოთს შეიძლება შეხვდეთ არა მხოლოდ უდაბურ ქალაქგარეთა ტრასაზე, არამედ დასახლებულ პუნქტშიც.

Zooclub

ქვეყნის ჩრდილოეთში რეალურად არის შემთხვევები, როდესაც სპილოს ეჯახებიან. კაპრის ნახევარკუნძულზე ბორბლებქვეშ შეიძლება პინგვინები აღმოჩნდნენ. ეკვატორისკენ მიმავალ გზაზე, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მიმავალ ტრანსპორტს გზაზე მოსიარულე ბეჰემოთების ჯგუფი აჩერებს. აქვე, ტრასიდან შეიძლება ლურჯი ვეშაპების ყურებით გაერთოთ. ისინი ივლისიდან ოქტომბრამდე იმდენად ახლოს მოდიან ნაპირზე, რომ მათ სხეულზე ყველა იარა თუ ნაფხაჭნი ჩანს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?