ტოპ 5 კომედიური ჟანრის ფილმი ცხოველებზე, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ
ტოპ  5 კომედიური ჟანრის ფილმი ცხოველებზე, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ
არაერთი სახალისო თუ სევდისმომგვრელი ფილმი გადაღებულა ცხოველებზე.  ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ 5 კომედიური ჟანრის ფილმი, რომლებიც განწყობის გაუმჯობესებაში  ნამდვილად დაგეხმარებათ.

"ტერნერი და ჰუჩი"

Zooclub

ფილმი პირველად ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა. ეს ისტორია პოლიციელისა და ძაღლის ერთგულ მეგობრობაზეა. ჰუჩი განუმეორებელი პერსონაჟია. ფილმში არაერთი სახალისო კადრია, რომლებიც დადებითი ემოციებით აგავსებთ.

"გარფილდი" (2004 წელი)

Zooclub

არაერთმა ადამიანმა გაიცნო მომაჯადოებელი ლაზანიას მოყვარული კატა, ხოლო ვინც ჯერ არ იცნობს, გირჩევთ, იხილოთ ფილმი და მიიღოთ დიდი სიამოვნება მსუქანი, ჟღალი კატის სახალისო ქცევებით. მას გარფილდს ეძახიან.

ცინიკური და ეგოისტი კატა გასწავლით
ცეკვასა და  ლაზანიას მომზადებას. გმირის კეთილი და სულგრძელი საქციელი ღიმილისმომგვრელია. 2007 წელს გამოვიდა ფილმის მეორე
ნაწილი, ხოლო 2008 წელს-მესამე.


"შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (2016 წელი)

Zooclub

ამ ანიმაციური ფილმით არა მარტო პატარები, არამედ უფროსებიც ისიამოვნებენ. თქვენ საბოლოოდ შეიტყობთ, რას აკეთებს საყვარელი კატა ან ძაღლი, როცა სახლში არ ხართ.

მულტიპლიკაციურ ფილმში მრავლად არის იუმორი (მაგალითად, როგორ იკეთებს ტაქსა მიქსერით მასაჟს), ასევე, შეხვდებით რამდენიმე ემოციურ კადრს.


"ბეიბი - პატარა გოჭი" (1995 წელი)

Zooclub

ფილმის მთავარი გმირი პატარა გოჭია, რომელიც ფერმაში სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ბეიბის სურვილი მის შესაძლებლობებს აღემატება - გოჭს უნდა, რომ ცხვრები მწყემსოს ისევე, როგორც მისი მეგობარი ძაღლები აკეთებენ ამას. ფილმი სათავგადასავლო, საოჯახო და კომედიური ჟანრისაა. მას ბავშვებთან ერთად უფროსებიც დიდი ინტერესით ნახავენ.


"ბეთჰოვენი" (1992 წელი)

Zooclub

ამ ფილმის ხილვისას  თქვენ გაგიჩნდებათ ორი შეგრძნება: სიყვარული საოცარი ძაღლის მიმართ და თანაგრძნობა მისი პატრონის მიმართ. უზარმაზარი ძაღლი, სახელად ბეთჰოვენი მოიპოვებს პატრონის დიდ სიყვარულს და გაუმკლავდება რამდენიმე დამნაშავეს, რომლებიც ცხოველებზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

ბეთჰოვენთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ.

როდესაც საუბარია ფილმებზე, სადაც ცხოველები მონაწილეობენ, ყველას ახსენდება                    "ჰაჩიკოს" ისტორია.

შეამჩნევდით, რომ ამ ჩამონათვალში ის არ არის, რადგან ჩვენ მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმები შევარჩიეთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, იხილოთ საოცარი ეკრანიზაცია "ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი", თუმცა, გაფრთხილებთ, ამ ფილმმა 40 წლის მძლეოსანიც კი პატარა გოგონასავით აატირა.

Zooclub

ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ჰაჩიკოს ისტორიის  ხილვისას  თვალიდან ცრემლი არ გადმოვარდნია.

ასევე იხილეთ:

15 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "102 დალმატინელი"

ყველასგან მიტოვებულმა ძაღლმა, ფილმში "ტრანსფორმერები-5", როლი მიიღო

10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?