მაგრამ სიკეთეს უნიკალური უნარი აქვს. მას შეუძლია, ნებისმიერი წინაღობა გადალახოს.
წარმოგიდგენთ თანამედროვე გამოგონებებს, რომლებიც სპეციალურად ცხოველებისთვის არის შექმნილი.
ხომ შეგვიძლია ეს სიკეთე ჩვენც გავაკეთოთ საქართველოში?!
ხიდი ტყის მცხოვრებლებისთვის. კანადა
შეიქმნა იმისთვის, რომ “ბანფის” ეროვნულ პარკში მცხოვრები ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო გამხდარიყო.
წყლის სასმელი ჭურჭელი კოლიბრისთვის, ჯორჯია
ეს ჭურჭელი სპეციალურად წითელი ფერისაა: ეს პატარა ფრინველებს იზიდავს,
გვირაბი კუებისთვის, ხონსიუნის კუნძული, იაპონია
გვირაბი სპეციალურად კუებისთვის ააშენა რკინიგზის კომპანია "The West Japan Railway Company"-მ იმისთვის, რომ მათი მოძრაობა მატარებლების გზაზე უსაფრთხო გამხდარიყო.
საცხოვრებელი კომპლექსი ფრინველებისთვის ლონდონის პარკში
მატვრულ-ეკოლოგიური პროექტი - ფრინველებისთვის უცნაური სახლების ერთობლიობა. ბრიუს გილკისტისა და ჯო ჯოელსონის ნამუშევარი.
ცხოველებისთვის განკუთვნილი გვირაბი ტრასის ქვეშ, ფინეთი
ამ მოსახერხებელი გვირაბით ტყის მცხოვრებლები ნებისმიერ დროს სარგებლობენ.
უსახლკარო ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები ავტომატები
თურქული კომპანია "Pugedon"-ის მიერ შექმნილი ავტომატი უსახლკარო ცხოველებს საკვებს უნაწილებს. 20 კილო საკვების გადმოსაყრელად 1 პლასტიკური ბოთლის ჩაბარებაა საჭირო.
“ფრინველების აეროპორტი” ვილნიუსში
“ფრინველების აეროპორტი” ერთ-ერთია იმ ნიშნებიდან, რომელიც ვილნიუსში TinyRoadSign-ის მსვლელობისას გამოჩნდა. ის ახსენებს ადამიანებს, რომ ჩვენ არ ვართ ქალაქის ერთადერთი მცხოვრებლები.
ხიდი კიბორჩხალებისთვის ავსტრალიაში
ერთ-ერთი კონსტრუქციაა, რომელიც შობის კუნძულზე მილიონობით წითელი კიბორჩხალის უნიკალური მიგრაციიისთვის გაკეთდა.
საგზაო გადასასვლელი ზღარბებისთვის, ლიტვა
ეკოლოგიური პროექტის მსვლელობისას ლიტვაში ზღარბების ქუჩაზე გადასასვლელი შეიქმნა -ეს კარგი შეხსენებაა ყველა ავტომოყვარულისთვის.
აუზი სპილოებისთის, საფარი-პარკი, იაპონია
აუზი სიგძით 65 მეტრია. მთა ფუძის ძირში, საფარი-პარკში, ის სპეციალურად სპილოებისთვის შეიქმნა.
კატების რანჩო, აშშ
Caboodle Ranch-ი 2003 წელს ფლორიდაში 40 ჰექტარზე კრეიგ გრანტის მიერ გაშენდა. მინიატურულ რატუშების, წისქვილებისა და სახლებს შორის აქაურობის სრულუფლებიანი ბატონპატრონები დასეირნობენ. 500 კატა აქ ბედნიერად ცხოვრობს.
გზაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი იხვებისთვის, დიდი ბრიტანეთი
საქველმოქმედო ფონდმა "Canal & River Trust"-მა იხვებისთვის გზაზე გადასასვლელი შექმნა. თეთრი ხაზები და იხვების სილუეტები ადამიანებს ახსენებს, რომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება.
“პარკინგი” ძაღლებისთვის
გერმანიაში ძაღლების “პარკინგი” არსებობს იმ მიზნით, რომ პატრონებმა ისინი მანქანებში არ დატოვონ.
ეს სიკეთე ჩვენც უნდა გავაკეთოთ საქართველოში!