12 წლის შემდეგ სპილო თავის გადამრჩენელებთან "საჩუქრით" დაბრუნდა
12 წლის შემდეგ სპილო თავის გადამრჩენელებთან "საჩუქრით" დაბრუნდა
თორმეტი წლის წინ ახალშობილი სპილო გალანა, რომელიც უდედოდ იყო დარჩენილი,  ორგანიზაცია "David Sheldrick Wildlife Trust-ში (DSWT) მიიყვანეს. ის კენის ნაციონალური პარკის სიახლოვეს დაუძლურებული, შეშინებული და მშიერი მარტო იდგა. როგორც აღმოჩნდა, დედა ბრაკონიერებმა მოუკლეს. 

ერთი წლის შემდეგ, უსუსური ცხოველი ულამაზეს სპილოდ გადაიქცა. ყოველივე მისი მოსიყვარულე მომვლელების დამსახურება იყო. 2011 წელს გალანა ველურ ბუნებაში დააბრუნეს. ის სპილოების ჯგუფს შეუერთდა, რომელთა სათავეში, სხვა დაობლებული სპილო და ახლა უკვე ზრდასრული, იატა იდგა.

გალანა პერიოდულად აკითხავდა თავშესაფარს და მომვლელებს გახარებული ხვდებოდა.

Zooclub

"გარეული ცხოველების ჯგუფი, რომელსაც გალანა
შეუერთდა, ძირითადად ჩვენი გაზრდილი სპილოებისგან შედგება. ისინი თვეში ერთხელ მოდიან ჩვენს სანახავად."- ამბობს გარეულ ცხოველთა
დაცვის წარმომადგენელი ემირ უოლდენი.

ბოლო სტუმრობისას, გალანა მომვლელებთან ყველაზე დიდი სურპრიზით მივიდა:

ერთ დილას, თანამშრომლებმა გალანა და სხვა სპილოები თავშესაფრის შესასვლელთან დაინახეს. როდესაც ისინი ცხოველებს მიუახლოვდნენ, გალანას ფეხებთან შეამჩნიეს ახალშობილი სპილო. პატარა რამდენიმე საათის დაბადებული იყო.

Zooclub
Zooclub


კარის გაღებისთანავე, თავშესაფარში მყოფი სხვა ობოლი სპილოები ჯგუფს მიეგება... და დაიწყო ზეიმი: "ისინი იმდენად აღელვებულნი იყვნენ ახალშობილთან შეხვედრით, რომ მთელი ემოციით გამოსცემდნენ ხმებს. გოას (ასე დაარქვეს პატარა სპილოს) მთელი დღის განმავლობაში ეხვეოდნენ სხვა ბინადარი სპილოები და მომვლელის როლსაც კარგად ირგებდნენ.

Zooclub

"ბედნიერები ვართ, რომ გალანამ ველურ ბუნებაში ადაპტირება შეძლო და დედა გახდა."-ამბობს ოლდენი.

ასევე იხილეთ:

სპილოები ადამიანებს მიენდნენ, რათა შვილი გადაერჩინათ

ის თავის გადამრჩენლებთან დაბრუნდა, რომ ემშობიარა.. მაგრამ არავის ეგონა, რომ სხვა სპილოები ასე მოიქცეოდნენ..

ინდოეთის ნაკრძალში ძუ ვეფხვმა თავისი ბოკვერი აბანავა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?