ოპტიკური ილუზია შიშველი სხეულებით - ველური ცხოველები (+ფოტო)
ოპტიკური ილუზია შიშველი სხეულებით - ველური ცხოველები (+ფოტო)
მხატვარმა ემა ფეიმ, რომელიც ბოდი-არტით არის დაკავებული, ფოტოების სერია შექმნა. ამ ფოტოებზე, ერთი შეხედვით, ცხოველების პორტრეტებია. თუ დაუკვირდებით, ნათელი ხდება, რომ ეს სურათები პირდაპირ ადამიანის შიშველ სხეულებზეა დახატული.

მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარი 10 გამოსახულების სერიაა, რომელსაც ”იოგას კავშირი” ჰქვია. მან თავისი მოდელების შიშველ სხეულზე სხვადასხვა ცხოველი დახატა, მოდელთაგან ყველა იოგას განსაკუთრებულ პოზაში იმყოფება.

ემმა ფეის მოხატულ მოდელებს ფოტოგრაფი ჯონათან მაკოლი იღებს. მხატვრი ფიქრობს, რომ სერია ხელოვნებისა და სულიერი პრაქტიკის ერთიანობას ითვალისწინებს.
”სერიის შექმნისთვის პატარა ექსპერიმენტის ჩატარება მოგვიწია. საკმაოდ რთული იყო, იოგას
პოზების გათვალისწინებით, მოდელის სხეულზე არჩეული ობიექტის გამოსახვა”, - ამბობს მხატვარი.
”მე სამ მოდელთან ერთად ვმუშაობ
და ისინი იმიტომ შევარჩიეთ, რომ იოგით არიან დაკავებულნი. თითო ნამუშევრის შექმნას ერთი დღე სჭირდება. ჩვენ მოგვიწია პოზის ტესტირება, რომ ფოტოგადაღებისთვის სწორი რაკურსი შეგვერჩია და, ამავდროულად, სწორად გამოგვესახა თავად პოზა”.

ზოგ მხატვარს ბოდი-არტის დროებითი ხასიათი აფრთხობს. მაგრამ ემასთვის ეს მხოლოდ პლიუსია.

”მე ბოდი-არტით იმიტომ დავინტერესდი, რომ მომწონს მისი დროებითი ხასიათი და ადამიანის სხეულზე ხატვის სირთულე.

ასეთი ნამუშევრების იდეის მიმზიდველობა - ეს ილუზია და ადამიანის სხეულის ელემენტია. რამდენადაც ეს ჩვენი ფესვებია, ჩვენი ევოლუცია, ჩვენი მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი, ჩემთვის ეს საოცარია და შთაგონების წყაროა”.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?