ორთავიანი ბოჩოლა ლაქი - ბუნების საოცრება
ორთავიანი ბოჩოლა ლაქი - ბუნების საოცრება
ფერმერი ფერმის შემოვლაზე იყო, როდესაც სრულიად განსხვავებული ბოჩოლა დაინახა.

ლაკი მხოლოდ 5 თვისაა და მას 2 თავი აქვს.

”პირველი დანახვისთანავე ტყუპები გვეგონა”, - ყვება ფერმის მოწილე ბრენდა აბელ მაკკაბინი.

სტენ მაკკაბინმა და მისმა ძმამ ლაკიმ უფრო მოხერხებულ ადგილას გადაიყვანეს. ლაკის ორი მგლის ხახა აქვს და მას დედა ვერ კვებავს, ამიტომ მაკკაბინი მას ბოთლიდან კვებავდა.

Zooclub

”ჩემმა ქმარმა და მე ფერმაში მთელი ცხოვრება გავატარეთ და ლაკის ისევე ვუყურებთ, როგორც ნებისმიერ ბოჩოლას, რომელიც უნდა დავაპუროთ ბოთლიდან”, - ამბობს მაკკაბინი, - ”უბრალოდ ის ცოტა
განსხვავებული და უნიკალურია!”

Zooclub

თავის ზომის გამო, ლაკის ბალანსთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ამის გამო პირველი რამდენიმე
დღე მან ვერ შეძლო დგომა და სიარული. ახლა ის ცოტას დადის და ყოველდღე ამტკიცებს, რომ ყველა პრობლემას გადალახავს.

Zooclub

მაკკაბინი მასწავლებელია სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში და ეხმარება ბავშვებს, ყოველდღიურად დაძლიონ პრობლემები. მან ზუსტად იცის, როგორ დაეხმაროს ლაკის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს.

Zooclub

”მიყვარს ჩემი მოსწავლეები და შეუპოვრად ვმუშაობ, რომ მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილო”, - ამბობს მაკკაბინი. ” ლაკი განსაკუთრებული მოთხოვნილებების ბოჩოლაა. ჩემს მოსწავლეებს ის ძალიან უყვართ.

Zooclub

თუმცა, არავინ იცის, რა ელის მას მომავალში. ყველა, ვინც კი ლაკის ხვდება, მისი ისტორიით გაოცებული რჩება და გული სითბოთი ევსება.

Zooclub

ლაკი ვერ ხვდება, რომ სხვანაირია. მისი ორი თავი კი უბრალოდ გაორმაგებული სიყვარულია!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?