დათვმა უკანასკნელად შეხედა თავის ბელებს და მდინარეში შეცურა
დათვმა უკანასკნელად შეხედა თავის ბელებს და მდინარეში შეცურა
"ის ერთი წუთით გაჩერდა, რათა უკანასკნელად შეეხედა მათთვის, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მდინარეში უკანმოუხედავად შეცურა.

ცენტრალურ ციმბირში, ნაკრძალის ინსპექტორის ობიექტივში მოხვდა ემოუციურ მომენტი - დათვი თავის ბელებს სამუდამოდ ემშვიდობება. მან შვილები გაზარდა და დადგა დრო, როცა პატარა ცხოველებმა დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა ისწავლონ", - წერს "Siberian Times"-ი.

Zooclub

დათვმა განშორების ადგილი ჭკვიანურად შეარჩია, რათა უკანასკნელი დედობრივი ვალი მოეხა
და. მან შვილები ენისეის ნაპირთან მიიყვანა, დაემშვიდობა და მდინარის მეორე მხარეს გადაცურა.

Zooclub

დათვმა თითოქოს იცოდა, რომ ექვსი თვის ბელები არ იქნებოდნენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი და ისინი ვერ გაბედავდნენ ღრმა მდინარეში გაყოლას. ამგვარად, პატარა ცხოველები დაკარგავდნენ მის კვალს. 

დათვის ბელები
ბოლო წუთამდე იდგნენ მდინარის ნაპირას და აკვირდნებოდნენ დედის გაუჩინარებას. მათ სჯეროდათ, რომ ის დაბრუნდებოდა, ამიტომ მომდევნო დღეს, ორივე ბელი განშორების ადგილას კვლავ დაბრუნდა, თუმცა, მშობელი არსად ჩანდა.

Zooclub

დედა მიხვდა, რომ დადგა დრო, როცა მის შვილებს გადარჩენისთვის დამოუკიდებლად უნდა ებრძოლათ და მან ყველაფერი გააკეთა, რომ მათ ცხოვრება მარტო გაეგრძელებინათ.

ცენტალური ციმბირის ნაკრძალში დაახლოებით 250 მურა დათვი ბინადრობს. ეს ცხოველები არც ისე ხშირად მრავლდებიან. მდედრი დათვი თავისი სიცოცხლის განმავობაში ორჯერ შობს ნაშიერს. როდესაც ბელები 6 თვეს აღწევენ, ოჯახი იშლება და ცხოვრებას ყველა დამოუკიდებლად განაგრძობს.

ასევე იხილეთ:

ბრაკონიერების სისასტიკის გამო, ის უდედოდ დარჩა (+ვიდეო)

კაცი, რომელსაც არაერთი დათვი გადაურჩენია და გაუზრდია (+ვიდეო)


ძაღლი 10 თვის განმავლობაში არ ტოვებდა ავარიაში დაღუპული პატრონის მანქანას

temo
ბევრს ინანებს ტავის საკციელზე....
ია
ეს დათვიც ისეთია, როგორც ზოგი დედა- არ უნდა შეწუხდეს და უნდა თავისუფლად ინავარდოს და შვილებს ყურადღებას არ აქცევს და ხშირად ტოვებს კიდეც და დათვს აბა რა მოეკითხება?
ნათია
რა პატარები არიან, ამათ საკვები როგორ უნდა მოიპოვონ :(((( თან, ზამთარი მოდის.ადამიანები არ დაეხმარებიან?
manana-sh
გიორგი, ესღა მინდოდაააააააააააააააააააააააა!!!!!!!1
გიორგი
ორივე ბელი სავარაუდოდ, დაიღუპება. ისინი ვერ გაძლებენ დედის გარეშე, ძალიან პატარები არიან სამაგისოდ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?