რა გადაყლაპა გველმა?
რა გადაყლაპა გველმა?
მისსურიში, Wildlife Rescue Center-ის (WRC) ცენტრში სხვადასხვა ველურ ცხოველს ყიდიან, მაგრამ ეს გველი განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ის “ცენტრის წლის პაციენტად” აღიარეს.

"ოჯახმა გველი (პოლოზი), რომლის სიგრძე 1.8 მეტრს აღემატებოდა, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად დაიქირავა, იმისათვის რომ მათ საქათმეში მღრღნელები დაეჭირა", - ყვება კიმ რატლეიჯი. თუმცა, მალე ის ცენტრში დააბრუნეს.

Zooclub

იმისთვის, რომ გველი სხვაგან არ წასულიყო, მისი ყურადღების მისაპყრობად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიწაზე კარის სახელური დადეს, როგორც “ყალბი კვერცხი”.

Zooclub

მაგრამ ამ ტაქტიკას ცუდი შედეგი მოყვა, რადგან გველმა კვერცხის შეჭმა გადაწყვიტა.
ნათელი იყო, რომ
გველი კუჭზე ოპერაციას საჭიროებდა.

Zooclub

ის WRC-ში რამდენიმე თვის განმავლობაში იყო.

“ჩვენ პაციენტებს სახელს არ ვარქმევთ,
მაგრამ ამ გველს სახელური დავარქვით”.

Zooclub

როგორც იქნა, “სახელური" გამოჯანმრთელდა. ის დაუბრუნეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავდათ გველი საქათმეში მღრღნელების დასაჭერად, მაგრამ, რა თქმა უნდა - ყოველგვარი სახელურების გარეშე.

Zooclub

“ეს გველი ძალიან საყვარელი, ისტორია კი ღიმილისმომგვრელი იყო”, - ამბობს რატლეიჯი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?