ანტარქტიდაში 14 მილიონი წლის ხოჭო აღმოაჩინეს
ანტარქტიდაში 14 მილიონი წლის ხოჭო აღმოაჩინეს
თანამედროვე ანტარქტიდის ტერიტორიაზე მწერების მხოლოდ 3 სახეობა ბინადრობს, მაგრამ ადრე ისინი გაცილებით მეტი იყვნენ. ყინულში ამერიკელმა მეცნიერებმა 14 მილიონი წლის ხოჭოს ნაშთები იპოვეს.

კვლევას ჩრდილო დაკოტის სმიტსონოვსკის ინსტიტუტის (აშშ) სპეციალისტები აწარმოებდნენ, შედეგები ჟურნალ "ZooKeys"-ში გამოქვეყნდა.

მწერის გაქვავებული ფრთები, ბირდმორის მყინვარის რაიონში, ტრანსანტარქტიკული ქედის ახლოს აღმოაჩინეს.

ფრთები ეკუთვნის ორ ხოჭოს, რომლებიც ბზუალა ხოჭოების ოჯახიდან არიან. ეს სახეობა ძალიან ცნობილია. აღმოჩენილს Antarctotrechus balli-ი უწოდეს. ხოჭოები ამ ტერიტორიაზე 14-10 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ: ანტარქტიდის კლიმატი მაშინ იყო შედარებით თბილი, გარემო მცენარეებით დაფარული.

Zooclub

აღმოჩენა
ძალიან მნიშნელოვანია დედამიწის ისტორიის შესწავლისთვის. დღესდღეობით, ანტარაქტიკა მხოლოდ სამი სახეობის მწერითაა წარმოდგენილი: რწყილებით Glaciopsyllus antarcticus,
უფრთო კოღოებით Belgica antarctica და ჭიანჭველებით Camponotus werthi. არც ერთი მათგანი არ დაფრინავს. მეცნიერების აზრით, Antarctotrechus balli-ებიც არ დაფრინავდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?