არგენტინაში 25 მეტრი სიგრძის დინოზავრი აღმოაჩინეს
არგენტინაში 25 მეტრი სიგრძის დინოზავრი აღმოაჩინეს
ნაპოვნი დინოზავრი დაახლოებით იმდენს იწონიდა, რამდენსაც 12 აფრიკული სპილო ერთად. მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი დინოზავრის სახეობის ნაშთები იპოვეს. ჯგუფს პალეონტოლოგი კენნეტ ლესოვარი (პენსილვანია, დრესელის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ "Scientific Reports"-ში გამოქვეყნებული სტატია იტყობინება.
უძველესი ხვლიკის ჩონჩხი არგენტინის, პატაგონიის ტერიტორიაზე იპოვეს და მიწიდან 2005-2009 წლებში ამოიღეს. მას შემდეგ მეცნიერები ცხოველის ნაშთებს იკვლევდნენ. საკუთარი კლევების შედეგი მათ მხოლოდ ახლა გამოაქვეყნეს.

დინოზავრმა მიიღო სახელი დრედნოუტუს შრენი, მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული დრედნოუტების გემების, ასევე, კვლევის სპონსორის - ადამ შრენის საპატივცემულოდ.

როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ასეთი სახელი ხვლიკს იმის გამო მიანიჭეს, რომ სიცოცხლეში მას არავისი ეშინოდა თავისი
წარმოუდგენელი გაბარიტების გამო.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?