2016 წლის რამდენიმე კეთილი ამბავი ადამიანებისა და ცხოველების დიდ მეგობრობაზე...
2016 წლის რამდენიმე კეთილი ამბავი ადამიანებისა და ცხოველების დიდ მეგობრობაზე...
ბევრისთვის 2016 წელი რთული იყო. მაგრამ ამ წელს ბევრი კარგიც მოხდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა ზოგმა ადამიანმა ცხოველებისთვის.

აი რამდენიმე მაგალითი:

მამაკაცი ძაღლის საყვარელი თოჯინასავით გამოეწყო.

ჯოლენას ძალიან უყვარდა თავისი სათამაშო გამბი და მამამისმა მისი გაოცება გადაწყვიტა.
Zooclub


კაცი თავისი კატის საყვარელი სათამაშოს ფორმაში გამოეწყო.

იგივე სურვილია... უბრალოდ ძაღლისგან განსხვავებით კატას ეს არ მოეწონა...
Zooclub


ძაღლმა ჰარი პოტერის ოთახი მიიღო.

ახალ სახლში გადასვლის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ მის ძაღლსაც უნდა შეხებოდა რამე კარგი და ახალი. კიბის ქვემოთა საკუჭნაოში მან თავისი ჩიხუახუასთვის შესანიშნავი სახლი
მოაწყო. იქ დადგა ციცქნა ლოგინი და კომოდი.
Zooclub


შფოთიანი თხა იხვის ტანსაცმელში წყნარდება.

პოლი შფოთით იტანჯებოდა.
როდესაც მისმა პატრონმა იხვის კოსტუმი იყიდა, მიხვდა, რომ ეს კოსტუმი პოლის დამშვიდებაში დაეხმარებოდა.
Zooclub


ავადმყოფი ქათამი ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმს უყურებს.

როდესაც სტროუბერის ჭრილობის გამო წოლითი რეჟიმი გამოუწერეს, მშობლებმა ტელევიზორი ჩაურთეს, რომ არ მოეწყინა. დოკუმენტური ფილმები ბუნებაზე მისი საყვარელი ფილმებია.
Zooclub


ძაღლი თავის პირად წერილებს იღებს.

პიპას ძალიან უყვარს ფოსტის მიღება. როდესაც ფოსტა არ არის, ფოსტალიონი წერილებს თავად წერს, რომ ძაღლი სახლში “ცარიელი კბილებით” არ დაბრუნდეს.
Zooclub


თავშესაფარი ცხოველებს Puppuccinos-ზე ეპატიჟება.


ამ თავშესაფარს თავისი ცხოველები დაჰყავს Starbucks-ში, სადაც მათ Puppuccinos-ს სთავაზობენ. ძაღლებს ძალიან უყვართ Puppuccinos-ი და, რა თქმა უნდა, სასუსნავები.
Zooclub


თაგვებმა საკუთარი მაღაზია მიიღეს.

დიზაინერებმა თაგვის ზომის სერიის ვიტრინები შექმნეს და მათ წარმატება მოიპოვეს, რადგან ცნობისმოყვარე თაგვების ყურადღბა მიიპყრეს.
Zooclub


პატრონმა ძაღლი ბოლო გასეირნრებაზე გაიყვანა.

ასამდე ადამიანი შეუერთდა ველნუტს მის ბოლო გასეირნებაზე. ველტუტს ეს პლაჟი ძალიან უყვარდა.
Zooclub


ძაღლის სათამაშო-ასლები გააკეთეს.

ჯასტინს დრუნჩზე იარა აქვს. მისმა თავშესაფარმა გამოუშვა სათამაშოების სერია, სადაც სათამაშო ჯასტინს გავს. სათამაშოებით შეგროვებულ თანხას ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებენ.
Zooclub
Zooclub


ოჯახმა მომაკვდავი ძაღლის გამო საშობაო დღესასწაული გადაიტანა.

როდესაც სკუბის ოჯახმა გაიგო, რომ ის შობამდე ვერ მიაღწევდა, გადაწყვიტეს, შობა ადრე გადმოეტანათ: მორთეს სახლი და მას უამრავი საჩუქარი აჩუქეს.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?