ცხენს 34 წლის პატრონი ავარიაში დაეღუპა, დაკრძალვისას მისმა განცდამ თვითმხილველები გააოცა (+ვიდეო)
ცხენს 34 წლის პატრონი ავარიაში დაეღუპა, დაკრძალვისას მისმა განცდამ თვითმხილველები გააოცა (+ვიდეო)
უაინერ ლიმა, 34 წლის პარაგვაელი "ქაუბოია", რომელიც ავარიის შედეგად, 2017 წლის ახალი წლის დღეებში ბრაზილიაში დაიღუპა. ყველა, ვინც ლიმას იცნობდა, კარგად იცოდა, თუ რამდენად უყვარდა საკუთარი ცხენი და უერთგულესი ცხოველიც ანალოგიურად პასუხობდა.

ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ.

უაინიერის ძმამ ცხენი სერენო პატრონის დაკრძალვაზე წაიყვანა, რადგან ცხოველისთვის მნიშვნელოვანი იყო საყვარელ პატრონთან გამომშვიდობება.

"ეს ცხენი ჩემი ძმისთვის ყველაფერი იყო. სერენომ იგრძნო, რა ხდებოდა, თავლაში ვერ ვაკავებდით. ის აუცილებლად უნდა დამშვიდობებოდა პატრონს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა." - ამბობს  გარდაცვლილი მამაკაც
ის  ძმა.

Zooclub

ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართა უაინერის დაკრძალვა, რომელსაც მისი ცხენიც დაესწრო. თვითმხილველები არ ელოდებოდნენ ცხოველის ამგვარ რეაქციას. ის მიუახლოვდა მანქანას, სადაც პატრონი ესვენა და სასთუმალს თავი დაადო, თითქოს ერთგულ მეგობარს ემშვიდობებოდა.

Zooclub

გარდაცვლილის ძმის თქმით, მისი ოჯახი სერენოზე იზრუნებს და შეეცდება, შეუმსუბუქოს დანაკლისი, რომელიც პატრონის დაღუპვამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: 

პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობ


კატის დაკრძალვას 3 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

ერთგულმა ძაღლმა პატრონისთვის სიცოცხლე გაწირა და ვეფხვის თავდასხმისგან დაიცვა
QETINO
მართლაც როგორი სითბო და სიყვარული ჰქონია სერენოს პატრონის მიმართ. ცხენი ადამიანის უერთგულესი ცხოველია და მას თუ სიყვარულს აგრძნობინებ ისიც ანალოგიურად გიპასუხებს.
ნანა
უცრემლოდ ვერ წავიკითხე.და ამას ეხლა ცხოველი ქვია, ზოგიერთ არსებას კი ადამიანი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?