როდესაც მსოფლიოში ყინვა ძლიერდება, ადამიანების სითბო მატულობს და ისინი უსახლკაროებს უფრო მეტად ეხმარებიან...
როდესაც მსოფლიოში ყინვა ძლიერდება, ადამიანების სითბო მატულობს და ისინი უსახლკაროებს უფრო მეტად ეხმარებიან...
ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად მატულობს ადამანური სიკეთე და სითბო.

თავიდან ექსტრემალურ სიტუაციაში თურქეთის ამ მაღაზიამ ცხოველებს, რომლებიც შეიძლებოდა ყინვაში დაღუპულიყვნენ, კარი გაუღო და შეიფარა.

სელჩუკ ბაიალი, რომელიც კანცელარიის ნივთების პატარა მაღაზიასა და სტამბულის ერთ კაფეში მუშაობს, ხშირად უთმობს დროს უსახლკარო ცხოველების გადარჩენას. მაგრამ ამ ზამთარს მან უფრო მეტის გაკეთება გადაწყვიტა და თავისი ბიზნესი ათობით უსახლკარო კატის თავშესაფრად აქცია.

Zooclub

”ჩვენ ადამიანები ვართ და ეს არსებები ღმერთმა ჩაგვაბარა”, - ამბობს ბაიალი, - ”მათ სიცოცხლეზე
ჩვენ ვაგებთ პასუხს”.

ბაიალის კეთილი ჟესტი დააფასეს ცხოველების მოყვარულებმა, მაგრამ ყველა მომხმარებელი არ იყო კმაყოფილი.
მიუხედავად ამისა, მან მოგების გამო კატები გარეთ არ გაუშვა, ხოლო უკმაყოფილო ადამიანებს საყიდლებზე სხვა მაღაზიებში წასვლა შესთავაზა.

Zooclub

მან მაღაზიის კარზე ჩამოკიდა წარწერა: ”ვისაც კატები აწუხებს, აქ ნუ იყიდით”.
პატრონი არაფრად აგდებს იმას, რომ შეიძლება კლიენტების ნაწილი დაკარგოს.

”კატები ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობლები არიან. მზერით ისინი უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ”, - ამბობს ბაიალი, - ”ჩვენი კარი ყველა ცოცხალი არსებისთვის ღიაა: მშიერი კატებისთვის, ძაღლებისა და ადამიანებისთვისაც”.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?