ბიჭმა საცოლეს "პეკინესის ლეკვი" აჩუქა. მან მოიტყუა და გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ბიჭმა საცოლეს "პეკინესის ლეკვი" აჩუქა. მან მოიტყუა და გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი მაიკლი სამსახურში მორიგეობის დროს ტერიტორიის შემოვლას ასრულებდა, როდესაც მიწიდან უცნაური ხმა მოესმა. ეს იყო სუსტი ყმუილი, რომელიც ტირილში გადადიოდა. 

მაიკლს აშშ-ს  სასოფლო მეურნეობის სამინისტროს დაცვაში სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა. ინსტრუქციის მიხედვით, ყველა გარეული ცხოველი, რომელიც პერიმეტრს მიუახლოვდებოდა, უნდა გაენადგურებინა. თუმცა, პატარა არსება, რომელიც შენობის ახლოს შენიშნა, ისეთი უცოდველი თვალებით იყურებოდა, რომ მაიკლს შეეცოდა და აიყვანა, ხოლო მომდევნო დღეს პატარა ცხოველი საცოლე შრივს აჩუქა. გოგონას იგი პეკინესის ლეკვი ეგონა, მაიკლმა კი მისი აზრის შეცვლა არ სცადა. 

Zooclub

შრივი ბედნიერი იყო ასეთი
საჩუქრით. მან ცხოველს ჩარლი დაარქვა და სიყვარულით ზრდიდა. ლეკვი 3-4 დღის დაბადებული იქნებოდა. ის ძალიან
 გამხდარი და სუსტი იყო, თუმცა, მადა საოცრად ძლიერი ჰქონდა. ამიტომ გოგონამ ჩარლი მიანდო თავის კატას, რომელიც მას შვილივით ზრდიდა.

Zooclub

რამდენიმე ხნის შემდეგ შრივიმ "შინაური ცხოველი" ვეტერინართან მიიყვანა.

"ეს გარეული ცხოველია, კერძოდ კოიოტი, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტაროთ ევთანაზია", - თქვა ექიმმა.

სპეციალისტი ამბობდა, რომ კოიოტი ყველაზე არაპროგნოზირებადი ცხოველი იყო.

Zooclub

შრივი ევთანაზიის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როდესაც ჩარლი გაიზარდა, ვეტერინარის სიტყვები მართლაც რომ ახდა. კოიოტმა სახლში მცხოვრები ყველა ცხოველი შეჭამა, მან მხოლოდ თავისი აღმზრდელი კატა დაინდო. მის ველურ ბუნებაში სამუდამოდ შენარჩუნდა თბილი დამოკიდებულება დედა კატის მიმართ.

Zooclub

შრივი შეშინდა, თუმცა, კოიოტი მის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდა. პატრონმა გარეული ცხოველი სახლიდან გადაიყვანა ეზოში, სპეციალურად გაკეთებულ ვოლიერში, სადაც ღამე კეტავს.

Zooclub

გოგონა დღემდე ასე ცხოვრობს - საყვარელი "პეკინესის ლეკვი" დღე იცავს პატრონს და სახლს, ხოლო ღამე ელექტრო ძაბვით შემოსაზღვრულ ვოლიერში ცხოვრობს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ბიჭმა აიყვანა ლეკვი, რომელიც ძაღლის ნაშიერი არ აღმოჩნდა

მოგზაურს ეგონა, რომ უცნაური ცხოველის კვერცხი იპოვა, მაგრამ სინამდვილეში რაც აღმოჩნდა, ყველას გაგაოცებთ...

ციცქნა კნუტი, რომელიც ქუჩაში იპოვეს, კნუტი სულაც არ აღმოჩნდა...
მსქროლავი ტროლი
ბექა შენგელიას და მის სადაქალოს წააკითხეთ....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?