დაიან ფოსი - ცხოვრება და სიკვდილი გორილებს შორის
დაიან ფოსი - ცხოვრება და სიკვდილი გორილებს შორის
2017 წლის 16 იანვარს დაიანა ფოსს 85 წელი შეუსრულდებოდა. იგი რუანდის ტყეებში გორილების წამყვანი სპეციალისტია.

დაიანა ფოსი 1932 წლის 16 იანვარს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. 1954 წელს მან დაამთავრა სან-ხოსეს (კალიფორნია) შტატის უნივერსიტეტი, სადაც ის სარეაბილიტაციო თერაპიას სწავლობდა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ, 1963 წელს, იგი წავიდა აფრიკაში სამოგზაუროდ, რაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტ მომენტად იქცა.

ტანზანიაში მან გაიცნო არქეოლოგი და ანთროპოლოგი ლუის ლიკი, რომლის ნაშრომებიც ძალიან ფასეულია ადამიანის ევოლუციის შესწავლისას. მან ფოსს ჯეინ გუდოლის შესახებ ესაუბრა. ჯეინი კვლევების მანძილზე შიმპანზეებთან ერთად ცხოვრობდა. 1966 წელს
ფოსიმ მთის გორილების ქცევის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, თავის კვლევებს აგრძელებდა. მისმა ნაშრომებმა გააფართოვა ჩვენი ცოდნა
გორილებს შორის ურთიერთობის, ჩვევებისა და სოციალური იერარქიის შესახებ.

დაიან ფოსი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გორილების პოპულაციის შენარჩუნებისთვის გამოდიოდა და 1983 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ”გორილები ნისლში (Gorillas in the Mist), რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ფილმი გადაიღეს.

რამდენიმე წლით ადრე ფოსიმ ჟურნალ "National Geographic"-სთვის დაწერა სტატია ”მთის გორილებთან დამეგობრება” (Making Friends With Mountain Gorillas), სადაც ყვებოდა, თუ როგორ შეძლო ძუძუმწოვრებთან საერთო ენის გამონახვა:

Zooclub

”სახელმძღვანელოებში გვირჩევენ, ვისხდეთ და დავაკვირდეთ. მე ასეთი მეთოდი არ მაწყობდა. ვგრძნობდი, რომ გორილები უნდობლად მოექცეოდნენ უცხოს, რომელიც მარტო ზის და დაჟინებით უყურებს მათ. ამის საპირისპიროდ, მე ვცადე მათი ნდობის მოპოვება და ისე მოვიქეცი, როგორც გორილა. ვბაძავდი მათ ჭამაში, საკუთარი სხეულის მოვლაში, მოგვიანებით, როდესაც მივხვდი გორილების ხმოვანი სიგნალების მნიშვნელობას, დავიწყე მათი გამეორება”.

1985 წლის 26 დეკემბერს დაიან ფოსი კვლევით ბანაკში მოკლული იპოვეს (კონგოსა და რუანდის საზღვარზე, ბისოკის მთაზე). გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, ხოლო საქმე, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი Dian Fossey Gorilla Fund International-ის ფონდის ხელშეწყობით ახლაც გრძელდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?