ნარინჯისფერი ალიგატორი! - ის მართლა არსებობს…
ნარინჯისფერი ალიგატორი! - ის მართლა არსებობს…
"აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატში ნარინჯისფერი ალიგატორი იპოვეს", - გვაუწყებს გაზეთი "The Post and Courier"-ი. 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მათ, ვინც ფოტო ნახა, ივარაუდა, რომ ალიგატორი თიხაში იყო ამოვლებული. სხვები ხუმრობდნენ, რომ ის ხელოვნურ რუჯს იყენებდა.

ბიოლოგი კენდ ვლიეტი, რომელიც ალიგატორების შესწავლითაა დაკავებული, არ ფიქრობს, რომ რეპტილიის ტყავი მართლაც ნარინჯისფერი შეფერილობისაა.

“არც ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ ცხოველს სადმე გადაედო ეს ფერი”, - ამბობს ის.

ჩვეულებრივ, ამერიკული (მისისიპი) ალიგატორების ტანის ზედა ნაწილი შავი ან ჭაობისფერია, მუცელი კი -
მოკრემისფერო-თეთრი. ახალგაზრდა რეპტილიებს კუდზე ღია ყვითელი ზოლები გასდევთ. ალბინოსი ალიგატორები ველურ ბუნებაში ფაქტობრივად არ გვხვდება.

6 თებერვალს მედია იტყობინებოდა, რომ დიდ ბრიტანეთში ლაბრადორის მწვანე ფერის ლეკვი გაჩნდა. უცნაური ფერი ახსნეს ჰემოგლობინის დაშლით გამოწვეული ბილივერდინის მომატებით.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?