ბრაზილიაში 64 წელიწადში პირველად უიშვიათესი მახრჩობელა გველი ნახეს (+ვიდეო)
ბრაზილიაში 64 წელიწადში პირველად უიშვიათესი მახრჩობელა გველი ნახეს (+ვიდეო)
ბრაზილიაში ცხოვრობს გველი, რომელიც მსოფლიოში უიშვიათეს სახეობას მიეკუთვნება. გაიცანით - ეს მახრჩობელა გველი კროპანაა (Corallus cropanii). მეცნიერებისთვის ამ სახეობის თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარებია ცნობილი. სულ ახლახანს მეცნიერებმა, ადგილობრივი გლეხების დახმარებით, შეძლეს ამ გველის ვიდეოკამერით გადაღება.

Zooclub

გველი Corallus cropanii-ი, რომელიც ბრაზილიაში, სან-პაულოში ბინადრობს, ვიწრომუცლიან მახრჩობელა გველებს განეკუთვნება. მასზე ცოტა რამ არის ცნობილი: ეს სახეობა ცოცხალი უკანასკნელად 1953 წელს ნახეს. თუმცა, რეპტილიას დროდადრო სეტი-პარრასის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც ხედავდნენ: ისინი ასეთი შეხვედრისას გველს ხშირად კლავდნენ.

Zooclub

ბიოლოგებს უკვე გველის თავის ჩვეულ, საცხოვრებელ ადგილას ნახვის იმედი გადაეწურათ.
მათ მთელ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო პლაკატები გააკრეს, სადაც ეწერა, რომ მახრჩობელა გველი კროპანა უიშვიათესი სახეობაა და
ადამიანებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს (ის არ არის შხამიანი, მისი კვების რაციონს კი წვრილი ცხოველი და ფრინველი შეადგენს).

Zooclub

ამ ქმედებამ შედეგი გამოიღო. 2017 წლის თებერვალს ბრაზილიაში სამმა ფერმერმა გველი აღმოაჩინა. ერთ-ერთმა მისი მოკვლა დააპირა, მაგრამ მეორემ მეცნიერების თხოვნა შეახსენა. გველი ფრთხილად დაიჭირეს და იმ სპეციალისტებს გადასცეს, რომლებმაც, თავის მხრივ, ყველა საჭირო მონაცემი აიღეს, შემდეგ კი 1,7 მეტრიანი, წონით 1.5 კილო გველი, უკან, ველურ ბუნებაში დააბრუნეს. მას რადიოგადამცემი ჩაუდგეს, რისი მეშვეობითაც სპეციალისტები ამ იშვიათი სახეობის რეპტილიას დააკვირდებიან.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?