ამ ძროხას თავი ცხენი გონია! და რატომაც არა!
ამ ძროხას თავი ცხენი გონია! და რატომაც არა!
ძროხამ ახალი ზელანდიიდან გადაწყვიტა, რომ შეიძლება კიდევ რაღაც იყოს, ვიდრე მხოლოდ ძროხა, მაგალითად - ცხენი. მას ეს კარგად გამოსდის.

გაიცანით ძროხა, სახელად ლილაკი…

Zooclub

ის უფლებას აძლევს თავის პატრონს, განა სიმპსონს, მაზე ამხედრებულმა იჯირითოს, ერთად ისინი მშვენივრად გამოიყურებიან.

Zooclub

"Guardian"-ის ცნობით, ექვსი წლის ლილაკს სწრაფი და ნელი ჯირითი შეუძლია. ასევე, მას შეუძლია მეტრნახევრიან წინაღობაზე გადახტომა, როგორც ნამდვილ ცხენს. ამასთანავე, ლილაკს უყვარს ცურვა.

Zooclub

ჰანასა და ლილაკის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰანას ძმამ ის გამოიწვია - უთხრა, რომ ვერ მოათვინიერებდა ძროხას. მაშინ ლილაკი
რამდენიმე თვის იყო. ლილაკს არ უყვარს უნაგირი, ამიტომ ჰანა მასზე უუნაგიროდ ჯდება.

Zooclub

ჰანა ყვება, რომ
ყოველთვის უნდოდა პონი, მაგრამ მშობლებმა არ უყიდეს. მისი სიტყვებით, ძროხას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყვარდა ხტუნვა. ჰანამ ლილაკს მოგვიანებით სხვადასხვა წინაღობაზე გადახტომა ასწავლა.

Zooclub

გოგონა ლილაკისა და თავის ფოტო-ვიდეოებს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?