7 წლის გოგონამ მგელი სოსისებით გაწვრთნა
7 წლის გოგონამ მგელი სოსისებით გაწვრთნა
პატარა იაროსლავი ამართლებს მეტსახელს - "წითელქუდა", რადგან ის ცხოვრობს და მეგობრობს ნამდვილ მგელთან.

გარეული მგელი, სახელად  ჩარა, გოგონას ოჯახში მოულოდნელად აღმოჩნდა.

იაროსლავის დედის მეგობარმა ზოოპარკიდან მგელი იყიდა, რათა საკუთარი ახირებები დაეკმაყოფილებინა და ჰყოლოდა უჩვეულო "შინაური ცხოველი", თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მამაკაცმა ცხოველის მიმართ ინტერესი დაკარგა. ის ეძებდა გზებს, როგორ მოეშორებინა სახლიდან ჩარა.

მამაკაცი დაუკავშირდა იაროსლავის დედას და სთხოვა მგლისთვის სახლი ეპოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარას გადასცემდა მონადირეებს, რომლებიც გარეულ ცხოველს ძაღლების დასაგეშად გამოიყენებდნენ, ამიტომ ბავშვის დედამ ჩარას გადარჩენა გადაწყვიტა. მან გამოისყიდა
ცხოველი და სახლში წაიყვანა.

Zooclub

ქალს ძაღლების წვრთნის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და მეტიც, არაერთხელ უცდია
გაეწვრთნა ძაღლისა და მგლის ნაჯვარი, რადგან ირინა (ბავშვის მშობელი) პროფესიით კინოლოგია.

Zooclub

ბავშვის მამა მგლის სახლში მოყვანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ თანაცხოვრების შემდეგ მიეჩვია.

ასე გახდა ჩარა ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. იაროსლავისთვის ის საყვარელი მეგობარია, რომელთან ერთადაც სეირნობს, ჭამს, ძინავს და თამაშობს.

Zooclub

საბავშვო ბაღში დედა ფსიქოლოგმა იმის გამო დაიბარა, რომ იაროსლავი ზეიმზე მგლის უარყოფით პერსონაჟად გამოყვანას აპროტესტებდა.

"ჩარას არასოდეს უწყენინებია ჩემთვის", - ამბობს გოგონა.

Zooclub

დედა-შვილი მგელს ერთად წვრთნიან - ის არაერთ ბრძანებას ასრულებს.

Zooclub

ჩარას საყვარელი საკვები სოსისია, რომლის დახმარებითაც გოგონა მტაცებელს იმორჩილებს. შინაურ მგელს ასევე მოსწონს ორცხობილა, ყურძენი და ვაშლი.

Zooclub

მართალია, იაროსლავი ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ მან უკვე დაიწყო წიგნის წერა - "როგორ მოვიშინაუროთ მგელი". წერა კარგად არ გამოსდის, თუმცა, ფოტოებით ილუსტრაციებს აკეთებს.

Zooclub

აი, ასეთი "წითელქუდა" ცხოვრობს ქალაქ  სამარაში.

ასევე იხილეთ:

უნიკალური ოჯახი, რომელიც მგლებთან ერთად ცხოვრობს

ბიჭმა აიყვანა ლეკვი, რომელიც ძაღლის ნაშიერი არ აღმოჩნდა

მგელი ყოფილ სამხედროს უკნიდან მიუახლოვდა, როცა მამაკაცმა ის დაინახა, საოცარი რამ მოხდა
mmm
არიქა დაბლოკეთ ეს სტატია, ჯეჯელავამ არ წაიკითხოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?