რომელი მტაცებელი ცხოველის ხასიათს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი მტაცებელი  ცხოველის ხასიათს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველა ქალის ხასიათში იმალება სხვადასხვა ცხოველის თვისებები, რომლის განსაზღვრაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაა შესაძლებელი.

ამ სახალისო სტატიაში წარმოდგენილია ყველა ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პარალელს ქალის თვისებებსა და სხვადასხვა ცხოველის ხასიათს შორის ავლებს.

გადახედეთ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, სადაც შესაძლოა, საკუთარი თავი ამოიცნოთ.

თხის რქა - ძაღლი 

Zooclub

ძაღლი არა მეგობარი, არამედ ადამიანების მფარველია. ეს საოცარი მტაცებელი ადამიანმა მრავალი საუკუნის წინ მოიშინაურა, რომელიც დღემდე ერთგულად გვემსახურება.

ძაღლი დღემდე რჩება ადამიანის მცველად: ეს ერთადერთი ცხოველია, რომელიც მზადაა პატრონისთვის სიცოცხლე გასწიროს.

ქალი თხის რქის მთავარი სიტყვაც ვალდებულებაა.
ბევრს ეჩვენება, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და აკეთებს ყველაფერს
ისე, როგორც საჭიროა. სინამდვილეში მისი ცხოვრების მთავარი კრედო სიყვარულია. ის ყოველთვის ზრუნავს მათზე, ვინც უყვარს, მაგრამ თუ გაინტერესებთ, როგორია გაბრაზებული, დაბმული ძაღლის გაღიზიანება სცადეთ. თუ გადარჩებით, მიხვდებით.

მერწყული - თრითინა

Zooclub

თრითინა გარეგნულად ძალიან საყვარელი ცხოველია, თუმცა, მას წამებში შეუძლია აურზაურის მოწყობა. სწორედ ასეთია ქალი მერწყულიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სრული სიმშვიდის დროს, ის უეცრად ატომური ბომბივით იფეთქებს. მერწყულისა და თრითინას საერთო მახასიათებლებია - მოულოდნელობა და არაპროგნოზირებადი ხასიათი. ის ყოველთვის ინადირებს მსხვერპლზე ძალიან სწრაფად და ხშირ შემთხვევაში წარმატებულად. უკეთესია, დაიჭიროთ თავი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მერწყულთან მიმართებაში ეს დამოკიდებულება შედეგიანია და თქვენთვის უსაფრთხო.

თევზი - ჟღალი მელია

Zooclub

მელია - ჟღალი ლამაზმანი, ეშმაკობის და გაიძვერობის სიმბოლო. ის წარმოუდგენლად ლამაზი, თუმცა, საშიშია. გინდათ მელიას დამორჩილება? ამისთვის ბევრი უნდა იმუშაოთ. სწორედ ასეა თევზის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალების შემთხვევაშიც. ქალი თევზები დაბადებიდან მსახიობები არიან. თუ ის თქვენს სახლში მოხვდა, მას შემდეგ უნდა დაემორჩილოთ ამ საყვარელ, გაიძვერა მტაცებელს. შეეგუეთ ან გაიქეცით.

ვერძი - ენოტი

Zooclub

წარმოუდგენელია, რომ ეს ცხოველი მტაცებელია?! ის ხომ ძალიან საყვარელია. დიახ, მაგრამ მხოლოდ ფოტოზე. სინამდვილეში ენოტი ნამდვილი მებრძოლია, რომელსაც არ აშინებს არავინ და არაფერი. პირდაპირ ისე, როგორც ქალი ვერძი, რომელიც ასევე ძალიან საყვარელია, სანამ ნადირობას დაიწყებს. იცოდით, რატომ ენოტს თავისი საკვების წინასწარ ლოკვა მოსწონს? არა იმიტომ, რომ მას უყვარს სუფთა პროდუქტის მიღება, არამედ იმიტომ, რომ წყალში მსხვერპლი წყვეტს თრთოლვას, თუ მას დაახრჩობს. ეს ისე, პატარა გაფრთხილება. დაიმახსოვრეთ, რომ ქალ ვერძს არ მოსწონს, როდესაც ვიღაც თრთის მიზეზის გარეშე.

თუ თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც ვიღაც თავზე გაცოცდებათ, რადგან მისთვის ეს კომფორტულია, ვერძთან ცხოვრება არ გაგიჭირდებათ.

კურო - დათვი

Zooclub

დათვის წარმოდგენის შემთხვევაში ბევრ ადამიანს უსიამოვნო ასოციაციები უჩნდება: ის მრისხანე მტაცებელი, ტყის მბრძანებელი და ამავე დროს, თაფლის მოყვარული საყვარელი არსებაა. როგორია დათვი სინამდვილეში? დააკვირდით კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს და ყველაფერს მიხვდებით: თითქოს ნამდვილი დათვია, რომელიც უპირატესობას საკუთარ თავთან ყოფნას ანიჭებს. ამასთანავე, მას მოსწონს დაკავდეს სასიამოვნო საქმით. მაგალითად, დაიჭიროს თევზი ან დაკრიფოს მარწყვი (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით). არ უყვარს უცხო ადამიანები, ამიტომ შესაძლოა,ისინი დატოროს. სხვა მხრივ, ის თავგანწირვით დაიცავს საკუთარ ოჯახსა და შვილებს.

და საერთოდ, თუ დათვი-კურო თავს გესხმით, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია მკვდრის როლის შესრულება.

ტყუპები - უდაბნოს კატა

Zooclub

ეს ცხოველი შინაურ კატას მოგაგონებთ. უდაბნოს კატა ძალიან მიმზიდველია და ზრდასრულ ასაკშიც კნუტის გარეგნობა აქვს. იგი უდაბნოში ბინადრობს და ყოველთვის გაურბის ადამიანებთან შეხვედრას. ქალ ტყუპებსაც მოსწონთ საკუთარ შინაგან სამყაროსთან განმარტოება, რომელიც გარედან შესაძლოა, უსიცოცხლოდ მოგეჩვენოთ. სინამდვილეში, კი მათი შინაგანი სამყარო ნამდვილი დასახლებული მეგაპოლისია, თუმცა, იქ გადარჩენა, მხოლოდ ქალ ტყუპებს შეუძლიათ.

კიბო - ძუ ლომი

Zooclub

ქალს, რომელიც კიბოს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული, სჭირდება ნამდვილი მამაკაცი ლომი. თუ მის ყურადღებას დაიმსახურებთ "ქაბატონი-კიბო" თავად წარმართავს ყველა სიტუაციას ისევე, როგორც ძუ ლომი. ის სანადიროდაც წავა, ბავშვებსაც გაზრდის და სახლში ყველაფერს მოაწესრიგებს. მამაკაცი მისთვის დაცვა და გვერდში დგომაა, მაგრამ ქალი კიბო იქნება მშვიდად, სანამ მეორე ნახევარი ნამდვილი ხვადი ლომივით მოიქცევა. თუ მამაკაცი სხვისკენ გაიხედავს, ძუ ლომი მას ნაფლეთებად აქცევს.

ლომი - შინაური კატა

Zooclub

ლამაზი, ფრთხილი და დამოუკიდებელი მტაცებელი. დღეს კატებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, თითქოს ის ქალღმერთი იყოს. ქალი ლომი მართლაც, რომ ქალღმერთია. იგი შეეჩვია თაყვანისცემას. და მეტიც, ის არის მტაცებელი ისევე, როგორც კატა: ორივეს შეუძლია მსხვერპლის მოკვლა ხანგრძლივად და ტანჯვით, მაგრამ ეს - მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში. თუ ქალ ლომს ისევე, როგორც კატას დროულად უზრუნველყოფთ ლამაზ თასში მოთავსებული მაღალი ხარისხის საკვებით, დამშვიდდება და ძღვენით კმაყოფილი დარჩება.

ქალწული - მგელი

Zooclub

"მგელს კვებავს ჭკუა და არა ფეხები".  მას ტყუილად არ თვლიან ერთ-ერთ გონიერ და ფრთხილ მტაცებლად. ამასთანავე, მგლის ხროვაში ყოველთვის ლიდერობს ხვადი. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ხროვის მართვაზე. თითქმის, როგორც ქალი დაბადებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით. მის გარშემო ხშირად იკრიბება ადამიანების "ხროვა", რომლების პატივს სცემენ ქალწულის გადაწყვეტილებას და რთულ სიტუაციებში ყოველთვის აქვთ მისი დახმარების იმედი, მაგრამ ქალწული ქალი თავის სიახლოვეს ყოველთვის სანდო ადამიანებს უშვებს. უმიზეზოდ არავის ესხმის თავს და ყოველთვის ერიდება კონფლიქტს.

სასწორი - პანდა

Zooclub

უცნაურია? ბევრს ავიწყდება, მაგრამ ეს საყვარელი ქმნილებაც მტაცებელია ისევე, როგორც სხვა სახეობის დათვი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი დათვია, რომელმაც ვეგეტარიანელობა არჩია. უდავოა, ზოგჯერ მან შეიძლება მიირთვას კვერცხი, მწერი, მაგრამ ყველაზე მეტად მშვიდად ბამბუკის ღეჭვა მოსწონს. თითქმის ასევე იქცევა ქალი სასწორიც. ის არასოდეს ესხმის თავს, გარდა გამოუვალი სიტუაციისა. და მაინც, თუ სხვა გზა არ აქვს, 10 -ჯერ დაფიქრდება, ღირს თუ არა კონფლიქტში ჩართვა. გასაკვირი არ არის, რომ მშვიდობისმოყვარე ქალი სასწორი თითქმის ყველას უყვარს.

მორიელი - ძუ ვეფხვი

Zooclub

ვეფხვი - საშიში და ამოუხსნელი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ვეფხვები ადამიანებს ხშირად ესხმიან თავს, ამის მიზეზი კი დღემდე არავინ იცის. ქალი მორიელი ქცევებით ძუ ვეფხვს მოგაგონებთ, როდესაც სისტემატიური ნადირობისას ისინი იღებენ ვიღაცის გულსა და გრძნობებს.  ქალი მორიელი თვლის, რომ ამაში უცნაური არაფერია.

მშვილდოსანი - ვეშაპი (ცელნამგალა)

Zooclub

ამ  ულამაზესი ზღვის ძუძუმწოვრის მოქმედება ყოველთვის მიზანმიმართული და ზუსტია, ხოლო ნადირობის გეგმა გენიალური და სრულყოფილი. ის ძალიან ჭკვიანია. მას ყოველთვის აქვს სტრატეგია და ტაქტიკა, მაგრამ ვეშაპის მთავარი საიდუმლო ადამიანთან დამოკიდებულებაა. იგი ადამიანს თავს არასოდეს ესხმის, თუ ამ უკანასკნელმა არ დაიჭირა და "ციხეში" (დელფინარიუმი) არ გამოკეტა. ამ შემთხვევაში კი ნამდვილად შეძლებს სამაგიეროს გადახდას.

ვეშაპები თავისუფალ გარემოში სიხარულით ურთიერთობენ ადამიანებთან. კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, ბუნებრივ გარემოში, ადამიანზე ვეშაპის თავდასხმის შემთხვევა არ ყოფილა. ეჭვგარეშეა, რომ ზღვის ძუძუმწოვარი ისეთივე კეთილი არსებაა, როგორც ქალი მშვილდოსანი. ეს უკანასკნელი ზიანს არასოდეს მიაყენებს თავისზე სუსტს.

ასევე იხილეთ:

შინაური ცხოველების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ცხოველი უნდა გყავდეთ სახლში – ასტროლოგის რჩევები

რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?