ძაღლები და მაიმუნები ადამიანს ისეთად ხედავენ, როგორიც ის სინამდვილეშია
ძაღლები და მაიმუნები ადამიანს ისეთად ხედავენ, როგორიც ის სინამდვილეშია
კიოტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ძაღლები და მაიმუნები ადამიანის ქცევებს აკვირდებიან და ეგოისტებს გმობენ. კვლევის შედეგები ჟურნალ "Neuroscience & Biobehavioral Reviews"-შია გამოქვეყნებული.

ცნობილია, რომ ადამიანები მეგობრებში სამართლიანობასა და გულისხმიერებას აფასებენ. აღმოჩნდა, რომ ცხოველები ურთიერთობებში იგივე ფასეულობებს ანიჭებენ უპირატესობას. ძაღლები დ მაიმუნები ბევრად შეგნებულად აფასებენ ადამიანებს, რომელთა საქციელიც მორალური და სოციალური ურთიერთქმედების თვალსაზრისით სწორად ითვლება.

პირველ ექსპერიმენტში მაიმუნები აკირდებოდნენ, როგორ ცდილობს ადამიანი გახსნას ქილა და წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეორე მსახიობს დახმარებას სთხოვს. შემდგომში სიტუაცია ორი სცენარით ვითარდება: მონაწილეები ან ეხმარებიან
ერთმანეთს ან არა. ასევე, ზოგიერთ სცენაში იმყოფებოდა მესამე მონაწილე, რომელიც მომხდარს პასიურად აკვირდებოდა.

მეორე ექსპერიმენტში
მაიმუნები აკვირდებოდნენ, როგორ იყოფენ ადამიანები ერთმანეთში ერთსა და იმავე რაოდენობის ბურთებს. ზოგ სცენაში ერთი უფრო გულუხვი იყო, მეორე კი - უფრო ხარბი. ასევე, ერთ ექსპერიმენტში იგივე სიტუაცია ძაღლების წინ გაითამაშეს.

ასეთი სცენების ჩვენების შემდეგ, მსახიობებმა ცხოველებს სასუსნავი შესთავაზეს. ძაღლები და მაიმუნები შეთავაზებულ სასუსნავს უფრო ხალისით ართმევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის დროს გულუხვობით გამოირჩეოდნენ და დასახმარებლად მზად იყვნენ.

კვლევის ავტორების თქმით, ცხოველები ადამიანების მიმართ დაახლოებით ისევე რეაგირებენ და ისე განსჯიან, როგორც - ახალშობილები. ისინი ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებასა და მოქმედებას აფასებენ და შესაბამისი დასკვნები გამოაქვთ.

ადრე მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძაღლებს ისევე, როგორც მათ პატრონებს, ეპიზოდური მეხსიერება აქვთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?