ურჩხულების ნახევარკუნძული (ნაწილი I)
ურჩხულების ნახევარკუნძული (ნაწილი I)
ხუთმეტრიანი პითონები ფლორიდას იპყრობენ. მათი შეჩერება არავის შეუძლია. 
ბიოლოგები დემონსტრირებას უკეთებენ 4.5-მეტრიან მუქ ვეფხისებრ პითონს, რომელიც 2009 წელს ქალაქ ხომსტედში (ფლორიდის შტატი) დაიჭირეს.

ფლორიდის შტატი დაიპყრეს გიგანტურმა პითონებმა, რომლებიც სიგრძით 5 მეტრამდე იზრდებიან და ზრდასრული ალიგატორის გადაყლაპვა შეუძლიათ. ისინი ნახევარკუნძულზე სხვა კონტინენტიდან მოხვდნენ. ახლა არავინ იცის, როგორ შეაჩეროს მათი მოზღვავება.
ამერიკელი მონადირეები და მეცნიერები უძლურები აღმოჩნდნენ. ამჯერად მთელ იმედებს გველების ინდოელ დამჭერებზე ამყარებენ.

ეს ისტორია საშინელებათა ფილმს გავს, მაგრამ რეალურია.


პითონი ბირთვულ ბაზაზე

მუქკანიანი სტუმრები ინდოეთიდან გაჩერდნენ, ჩამოსხდნენ და სიგარეტს მოუკიდეს. ექსპედიციის
დანარჩენ წევრებს მხოლოდ ლოდინი შეეძლოთ. ორი მონადირე აშშ-ში იანვრის დასაწყისში ჩაფრინდა. მას შემდეგ ისინი ჭაობებში
დაეხეტებოდნენ თარჯიმნებსა და ბიოლოგებთან ერთად.

ირულის ტომის მონადირეებზე სამშობლოში ლეგენდები დადის. მრავალი წლის წინ მათ ინდოეთის სამხრეთით თითქმის ყველა მახრჩობელა გველი გაანადგურეს და შემდეგ კობრებზე გადავიდნენ: მათგან იღებენ შხამს და ანტიშხამს ამზადებენ. ფლორიდაში მათ შავ ვეფხისებურ პითონებზე უნდა ენადირათ. ისინი არ იცნობდნენ ამ სახეობას, მაგრამ მათზე თვალთვალი და ნადირობა იციან. ეს ძალიან იშვიათი ცოდნაა, რაც ამერიკელ მონადირეებს საერთოდ არ გააჩნიათ.

ევერგლეიდსი ბუნებრივი კომპლექსია, რაც ნახევარკუნძულის მეოთხედს იკავებს. სამხრეთით ის დაფარულია ჭაობებით, რომლებიც ალიგატორებითაა სავსე, მისი ნაპირები მცენარეებითაა დაფარული. ევერგლეიდსის ჩრდილოეთით ეროვნული პარკი მდებარეობს.
ევერგლეიდსში ინდიელი გველმჭერები მაშინვე ჭაობების სიღრმეში შევიდნენ და რამდენიმე მსხვილი სახეობის კვალი აიღეს, თუმცა, იმ დღეს მათ ბედმა არ გაუღიმა და გადაწყვიტეს, შესვენება მოეწყოთ. მათ მოწიეს ბიდი და იმღერეს. თარჯიმნებმა ახსნეს, რომ ეს ძველებური შელოცვა იყო.

შესვენების შემდეგ ჯგუფი მიტოვებული ბაზისკენ გაემართა. ბეტონის ბუნკერების მახლობლად ინდოელმა სტუმრებმა საეჭვო კვალი შეამჩნიეს. “მაპაი პამბუ!” - თქვა ერთ-ერთმა. მათ იგრძნეს, რომ იქ გიგანტური გველი იმალებოდა.

მონადირეები ერთ-ერთ მაღაროს მიუახლოვდნენ და დაიწყეს ველური ფიკუსის ფესვებისგან გასუფთავება. შიგნით ქვეწარმავლის მუცელი ჩანდა. მამაკაცები მაღაროს მეორე მხარეს გაიქცნენ, რომ გველისთვის გაქცევის შანსი არ მიეცათ. საბოლოოდ, მათ იქიდან ხუთმეტრიანი პითონი, ცოტა ხანში კი ერთი სამმეტრიანი და ორი 2.5-მეტრიანი ქვეწარმავალი ამოიყვანეს.


არალეგალური მიგრანტები

მუქი ვეფხისებრი პითონების სამშობლო არ ამერიკა, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ისინი გვხვდება ნეპალში, კამბოჯაში, ტაილანდში, მალაიზიაში, აღმოსავლეთ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. ფლორიდა ამ ჩამონათვალში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა და სპეციალისტები ამ დრომდე კამათობენ მისი იქ მოხვედრის ფაქტზე. მხოლოდ ერთია გასაგები, რომ დამნაშავეები ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულები არიან.
90-იანების დასაწყისში ვეფხისებრი პითონების სახლში ყოლა მოდური იყო. ახალგაზრდა ქვეწარმავლები ძალიან უვნებლად გამოიყურებიან, ამასთან ისინი სხვა მსხვილ ქვეწარმავლებზე მშვიდები არიან. მათი გამოკვებაც არ იყო ძნელი. ზოოვაჭრებს ფლორიდაში პითონები კაპიკებად ჩამოყავდათ. ერთ პერიოდში ახლადდაბადებული გველის ყიდვა 20-30 დოლარადაც შეიძლებოდა.

მყიდველები იშვიათად ფიქრობდნენ, რა ბედი ეწეოდათ მათ მომავალში. შემდეგ კი ისინი იზრდებოდნენ. ვეფხისებრი პითონის ნორმალური ზომა 3.7 მეტრია, და ეს ზღვარი არაა. ამ სახეობაში 5-მეტრიანი ქვეწარმავალიც დასაშვებია. ყველაზე დიდი ზომა აქ დაფიქსირებულია 5.7 მეტრი.

გამორიცხული არაა, რომ სადღაც, ტროპიკულ ჭაობებში უფრო გრძელი პითონებიც იმალებიან, მაგრამ ამის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს.

მოზრდილი პითონი უკვე აღარ არის უწყინარი. მის ყელს რამდენიმე რიგად ფარავს ბასრი კბილები. ქვეწარმავალი სასიკვდილოდ ეჭიდება მსხვერპლს. მთელი სხეულით ეხვევა და უჭერს. არც ისე დიდი ზომის პითონსაც შეუძლია საშიში ჭრილობების მიყენება. დიდებს კი ლეოპარდის გადაყლაპვა მთლიანად შეუძლიათ. ისინი ადამიანებსაც ადვილად მოერევიან.

ფლორიდაში, ბუნების დაცვის ორგანიზაციის ცხელ ხაზზე თითქმის ყოველ დღე მოდის ცნობები მინდორში პოთონების გამოჩენისა. ზოგი ქვეწარმავალი ზოომაღაზიებიდან გაიპარა, ზოგი მათ გაექცა, ვინც ამრავლებდა, ზოგი კი - პატრონებს. ხშირად პატრონები თავად უშვებდნენ გველებს ქუჩაში, როდესაც ხვდებოდნენ, რომ გაზრილს უკვე ვეღარ მოუვლიდნენ.

ყველაფერთან ერთად ფლორიდას თავს დაატყდა ქარიშხალი “ენდრიუ”. განადგურებული ზოოობიექტებიდან თუ კვლევითი ცენტრებიდან დაახლოებით 15 000 ველური ცხოველი გაიქცა. ბევრი ცხოველი დაიჭირეს, ნაწილი დაიღუპა, ზოგი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
მეცნიერები თვლიან, რომ ამ პერიოდში გაქცეულმა პითონებმა ჭაობებს მიაღწიეს და იქ დაიდეს ბინა.


სიცოცხლე გამოსავალს ნახავს

ბიოლოგი სკიპ სნოუ, რომელიც ევერგლეიდსის ეროვნულ პარკში მუშაობს, ეჭვობდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. 1995 წელს მან ტყის სიღრმეში რამდენიმე ვეფხისებრი პითონი ნახა. ისინი არ გავდნენ ზოომაღაზიიდან გაქცეულებს, ანუ სულ პატარა ასაკის იქნებოდნენ. საიდან გაჩნდებოდნენ შუა ტყეში გველის წიწილები?

Zooclub

სნოუმ თავის თანამშრომლებს მოუყვა რაც ნახა, მაგრამ არავინ მოუსმინა. მან ძებნა განაგრძო. შემდეგი წყვილი პითონი ევერგლეიდსში მხოლოდ 2000 წელს ნახეს. მას შემდეგ გველებს უფრო ხშირად ხედავდნენ. მაგრამ ხელმძღვანელობა არც ამან დააფიქრა.

სნოუს თქმით, მის ოპონენტებს ათასი ახსნა ქონდათ იმისთვის, რომ პითონებზე დარდს აზრი არ ქონდა. ვიღაცამ ისიც კი უთხრა, რომ ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა, რადგან სითბოს მოყვარული ქვეწარმავლები ვერ გაუძლებდნენ ყინვას და დაიხოცებოდნენ. სხვა სპეციალისტის აზრით კი, პითონები ფლორიდაში ვერ დამკვიდრდებოდნენ კვერცხებიც რომ დაედოთ, რადგან დიდი ჭიანჭველები მათ იქვე შეჭამდნენ.
გარდამტეხი მომენტი 2003 წელს დადგა. ტურისტების ჯგუფმა შეამჩნია, რომ პარკის შესასვლელთან რაღაც ხდებოდა. ისინი ახლოს მივიდნენ და ნახეს მოზრდილი ალიგატორი, რომელიც სასიკვდილოდ ებრძოდა უზარმაზარ ვეფხისებრ პითონს. გველი მტაცებლის დახრჩობას ცდილობდა, ალიგატორი კი მას ყბებით გლეჯდა.

Zooclub

ეს ბრძოლა თითქმის 24 საათის მანძილზე გრძელდებოდა. დაღლილმა ალიგატორმა ყბა მოადუნა და გველი გადაეშვა ჭაობში, სადაც ჭრილობებს მოიშუშებდა. ამ ამბის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტს მოედო. ევერგლეიდსის პითონებზე მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

(გაგრძელება იქნება)
ავოიე
ძლოკვს იმერლები გველს ეძახიან
ალეკო
გველის ძლოკვები რა არის, კარგად გაგვაგებინეთ რა :)
.....
მოასპეთ საერთოდ.წამლისთვის კი საჯიშე ინკუბატორი გააკეთონ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?