დაობლებული ვეფხვის ბოკვრები სათამაშო “დედამ” გადაარჩინა (+ვიდეო)
დაობლებული ვეფხვის ბოკვრები სათამაშო “დედამ” გადაარჩინა (+ვიდეო)
ინდოეთში, მადხია-პრადეშში დედა ვეფხვი ფერმერების ელექტროღობეს გადააწყდა და ტრაგიკულად დაიღუპა. მას სამი ბოკვერი დარჩა.

პოლიციამ რამდენიმე შესაძლო დამნაშავე დააკავა. სამივე ბოკვერი კი, რომლებიც ასაკით ერთი თვისანიც არ იქნებოდნენ, გარემოს დაცვის ცენტრში გადაიყვანეს.

ცენტრის თანამშრომლები მზად იყვნენ პატარებს ყველაფრით დახმარებოდნენ, მაგრამ დაშინებული ცხოველები ბოთლიდან რძეს არ სვამდნენ. საკვებზე უარის თქმა შეიძლება პატარებს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდათ, რადგან რძე 3-6 კვირის ასაკში მათ ძირითად საკვებად ითვლება. საბედნიეროდ, ეს პრობლემა ძალიან ორიგინალურად გადაიჭრა.

Zooclub

ზოლებიან პატარებთან ვოლიერში “სუროგატი დედა” ჩასვეს - ეს იყო რბილი სათამაშო,
რომელიც გარეგნობით დიდ ვეფხვს გავდა. “დედინაცვალს” ვფხვის სუნი ჰქონდა, შიგნით კი რძიანი ბოთლები ეწყო.

ვეფხვის
ბოკვრებმა მაშინვე მიიღეს ახალი “დედა” და რძეს დიდი სიამოვნებით შეექცნენ. მეტიც, პატარები ცდილობენ, ამ თვითმარქვია ვეფხვს ეთამაშონ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?