ეს მამაკაცი ყოველდღე ველური ცხოველების სიცოცხლეს იცავს…
ეს მამაკაცი ყოველდღე ველური ცხოველების სიცოცხლეს იცავს…
ყოველთვის აღფრთოვანებულები ვართ ადამიანებით, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან და ამაზე საკუთარ დროსა და სხვა რესურსებს ხარჯავენ.

გაიცანით, ეს პატრიკ კილონზო მვალუაა. უკვე 1 წელია, რაც ის კენიის ეროვნულ პარკში გვალვის დროს ცხოველებს სიკვდილისგან იცავს.

წყლის ჩამოტარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც გვალვის გამო ყველა წყარო დაშრა.

და მაშინ, მან იჯარით აიღო წყლის საზიდი მანქანა ცხოველებისთვის წყლის ჩამოსარიგებლად.

Zooclub

ის გზაზე ყოველდღე რამდენიმე საათს ხარჯავს იმისთვის, რომ დამშრალი წყაროები წყლით აავსოს.

სპილოები, კამეჩები, ანტილოპები და ზებრები ნაცნობი ხმის გაგონებაზე ყველა მხრიდან მირბიან.

Zooclub

ხანდახან პატრიკს
არც უწევს მათი ლოდინი. მაგალითად ერთხელ მან აღმოაჩინა, რომ ჩანჩქერთან ცხოველები უკვე ელოდნენ.

Zooclub

დღეს მთავარი
მიზანი წყალმზიდების რაოდენობის გაზრდაა, რათა მეტ ცხოველს მიეწოდოს წყალი.

Zooclub

ცოტა ხნის წინ სამმა ამერიკელმა ქალბატონმა ინტერნეტში პატრიკის პროექტისთვის სახსრების მოძება დაიწყო. უკვე 18 000 დოლარი შეგროვდა, რითაც ახალ სატვირთო მანქანას შეიძენენ.

Zooclub

ასევე, კენიელი ხელმძღვანელობს პროექტს ”ცავოს მოხალისეები”. ის სტუმრობს სკოლებს და ბავშვებს უყვება, თუ როგორ უნდა დაიცვან ველური ბუნება.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?