წინასწარმეტყველი ცხოველები
წინასწარმეტყველი ცხოველები

ალბათ ხშირად გსმენიათ, როგორ გადაარჩინა ცხოველმა ადამიანი თავისი წინასწარმეტყველური მინიშნებებით.


დღემდე შემორჩენილია ძველი ცნობები, რომლებიც ცხოველების წინასწარმეტყველურ უნარს აღწერენ. კლავდიუს ელიანს (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) თავის ნაშრომებში საუბარი აქვს ცხოველების განსაკუთრებულ წინაწარმეტყველურ ნიჭზე. ფილოსოფოსს აღწერილი აქვსა ჩვ.წ.აღ.- მდე 373 წელს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა, როდესაც უეცრად ქალაქს ცუნამმა გადაუარა. სტიქიამ ქალაქი მიწასთან გაასწორა. ამ უბედური შემთხვევის გამო 10 გემი ჩაიძირა. საოცარი ის იყო, რომ ამ საშინელ მოვლენამდე სულ ცოტა ხნით ადრე ყველა ცხოველმა დატოვა ქალაქი და ალბათ ბევრი ადამიანიც გადარჩებოდა, ცხოველების მასიური
გაქრობისთვის რომ მიექციათ ყურადღება.

ასეც მოხდა იაპონიის ქალაქ ხაიჩენში, აქ მოსახლეობას არ გამოპარვია ფრინველების მასობრივი
გაფრენა ქალაქიდან. ადგილობრივმა მთავრობამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა. ხელისუფლების ამგვარ მოქმედებას უკვალოდ არ ჩაუვლია, სულ რამდენიმე ხანში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 1300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ საზარელ ნგრევას 150 ათაზე მეტი ადამიანი გადაურჩა, რაც სწორედ ფრინველების დამსახურება აღმოჩნდა.


რამდენიმე წლის წინ რვაფეხამ სახელად პაული, მსოფლიოში წინასწარმეტყველური უნარით გაითქვა სახელი. ის ცნობილი იყო, როგორც ფეხბუთის თამაშების ანგარიშის წინსწარ გამომცნობი ექსტრასენსი. მისადმი ინტერესი გამოხატეს არა მარტო ფეხბურთის მოყვარულებმა, არამედ ადამიანებმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რადგან მან რამდენიმე ფეხბურთის თამაშის შედეგი წინასწარ გამოიცნო. როგორც ექსტრასენსი, მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე ის მხოლოდ ერთხელ შეცდა და ლამის ეს მარცხი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. პაულმა შეცდომით იწინასწარმეტყველა გერმანიის ნაკრების გამარჯვება. გერმანიის ნაკრების გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს.

Zooclub

შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ აშშ-ში მომავალი პრეზიდენტის ბედი ერთ ციყვზე იყო დამოკიდებული. ეს ფუმფულაკუდიანი არსება ირჩევდა თხილს, რომელიც თითო-თითოდ ეწყო პრეზიდენტობის კანდიდატების ფოტოებთან. რომელ სურათთან მდებარე თხილსაც ციყვი აირჩევდა, სწორედ ის კანდიდატი იმარჯვებდა არჩევნებში, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს არ გამართლდა მისი წინასწარმეტყველება.

Zooclub

ამბობენ, რომ სპორტული შეჯიბრებების დროს გამაჯვების სტატისტიკას გასაოცარი შედეგებით წინასწარმეტყველებდა ობობა სახელად პოლი. მან 22 თამაშიდან 20 გამაჯვება ზუსტად გამოიცნო.

წინაწარი შეგრძნებებით, თუ ყნოსვის გაძლიერებული უნარით ასევე უამრავი სარგებელი მოაქვთ ცხოველებს, რომლებიც არ არიან სხვა "ექსტრასენსი" ცხოველებივით საქვეყნოდ ცნობილები. მათ შორის არიან გაწრთვნილი ძაღლები, რომლებსაც არა ერთი კრიმინალური საქმე გაუხსნიათ. ასევე შინაური ცხოველები, რომლებსაც წინასწარ უგრძნიათ მოსალოდნელი საფრთხე, ან კატასტროფა და გადაურჩენიათ პატრონი.

თუ ოჯახში გყავთ კატა, თქვენ მუდამ გეცოდინებათ, როდის არის მოსალოდნელი ყინვები. ამინდის ცვლილებები და კატის ქცევები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. როცა ყინვებია მოსალოდნელი, კატა ცვხირზე თათებს იფარებს- ეს გამოცდილი მეთოდია.

Zooclub

2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების წინასწარმეტყველება თახვებს - გარის და ეშლის - მიანდეს, მაგრამ მათ მხოლოდ შედეგების 50 % გამოიცნეს. თუმცა, ალბათ უახლოეს მომავალში, მათაც აქვთ პოტენციალი ამ მხრივ წარმატებას მიაღწიონ და მსოფლიოში სახელი გაითქვან, როგორც ცნობილმა წინასწარმეტყველმა თახვებმა.

 

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?