ბრიტოლის სასამართლომ დაადგინა, რომ კალენი სომერსეტსა და გლოსტერშირში იჭერდა მწერებს, კლავდა მათ და ქაღალდის დაფაზე ათავსებდა.
გამოძიება მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობოდა. მათ განაცხადეს, რომ ნახეს, თუ როგორ დასდევდა მამაკაცი პეპლის საჭერი ბადით მწერებს 2015 წლის ივნისსა და ივლისში. თავად 57 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ საკოლექციო ეგზემპლარები საზღვარგარეთ შეიძინა.
როგორც აღინიშნება, მსგავსი სასამართლო პროცესი პირველად არ ტარდება.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე პეპლების 59 სახეობაა ცნობილი, მათგან 25 სახეობას სახელმწიფო იცავს. ექვს მათგანს განსაკუთრებულად იცავენ: დაუშვებელია მათი განადგურება, კოლექციებში შეტანისა და გაყიდვის მიზნით.