სტიუარდესამ თვითმფრინავში გველი დაიჭირა…
სტიუარდესამ თვითმფრინავში გველი დაიჭირა…
სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ამერიკულ ქალაქ ანიაკიდან ალიასკას შტატში მიფრინავდა, გველი აღმოაჩინეს და დაიჭირეს.

მგზავრებმა ქვეწარმავალი სკამის ქვეშ შეამჩნიეს მას მერე, რაც თვითმფრინავი აფრინდა. მათ ეკიპაჟის წევრებს მაშინვე შეატყობინეს.

სტიუარდესამ გველი დაიჭირა და პლასტიკურ პაკეტში მოათავსა. თვითმხილველთა თქმით, ქალი ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად მოქმედებდა.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეპტილია ბორტზე წესების დარღვევით შეიყვანა ერთ-ერთმა მგზავრმა. მისი სიგრძე ერთ მეტრზე მეტი იყო. გველის სახეობა არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, ის შხამიანი არ იყო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?