ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ამერიკულ ქალაქ მაიამიში გასართობ პარკ ”ჯანგლ აილენდში” წარმოადგინეს ვიეტნამური ღორი, რომელმაც 100-მდე სიტყვა იცის ესპანურ და ინგლისურ ენაზე.

UPI-ს ცნობით, მწვრთნელი მარისელა გუტიერესი ამტკიცებს, რომ 2 წლის ღორმა, სახელად გორდიტამ, დაახლოებით 250 ინგლისური და ამავე რაოდენობის ესპანური სიტყვა იცის.
”მას ორი ენა ესმის იმიტომ, რომ სხვა მწვრთნელები მასთან ინგლისურად საუბრობენ, მე კი ესპანურად”, - ხსნის გუტიერესი.

ამ ჯიშის ღორი 6 წლამდე იზრდება, ამიტომ ”ჯანგლ აილენდის” თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ღორის სიტყვის მარაგი ჯერ კიდევ გაიზრდება.

"ღორები ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი ძაღლზე
ჭკვიანებიც კი არიან”, - ამბობს მწვრთნელი, რომელიც გორდიტას ისე ზრდის, როგორც ლეკვს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?