ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…
ეს ფოტო სერიოზული გზავნილია და მან უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო! აქ საიდუმლო აზრია ჩადებული…
დაფიქრებულხართ ოდესმე, რა იერარქია არსებობს მგლის ხროვაში? ბოლო დროს ინტერნეტში განიხილავენ საკითხს, რომ რუხ მტაცებლებს შორის არსებული ურთიერთობები ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან ჰგავს!

ამის დასამტკიცებლად იშველიებენ მგლის ხროვის ფოტოს, სადაც მგლები დათოვლილ ტყეში გადაადგილდებიან. აი, როგორ ხსნიან ცხოველების რიგს ფოტოზე.

Zooclub

ხროვის წინ სამი სუსტი მგელი მიდის. ისინი ნამდვილად დაიღუპებოდნენ, უკან რომ ევლოთ, ასე კი სხვები მათი სვლის სიჩქარეს მიჰყვებიან და გადარჩენაში 
-size: 12.16px;">ეხმარებიან. ამავდროულად, ეს დაუძლურებული ცხოველები თავისებურ მსხვერპლად იქცევიან, თუ მათ ხროვას წინ ვინმე ჩაუსაფრდა.

Zooclub

მათ უკან 5 ყველაზე ძლიერი მგელი მოყვება, შემდეგ კი - დანარჩენი ხროვა. კოლონას 5 ძლიერი მგლის კიდევ ერთი ჯგუფი კეტავს და ყველაზე უკან, ცოტა
მოშორებით, მოდის წინამძღოლი, რომელიც ხროვის ზურგს იცავს და აკონტროლებს მას, არ აძლევს სუსტებს ჩამორჩენის ან დაკარგვის საშუალებას.

Zooclub

აბა, დაიჯერეთ ლამაზი ისტორია იმაზე, თუ რამდენად ემთხვევა მგლის ხროვის კანონები ჩვენი საზოგადოების წესებს? მაშინ გული უნდა დაგწყვიტოთ! სინამდვილეში ეს უბრალოდ ლამაზი ზღაპარია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

Zooclub

ეს ცნობილი ფოტო კანადის ნაკრძალშია (ვუდ-ბაფალო) გადაღებული. ფოტოზე გაკეთებული ორიგინალი წარწერა კი ამბობს, რომ მასზე აღბეჭდილია დიდი ხროვა, რომელსაც ალფა-ძუ მგელი მიუძღვის.


Zooclub

რა თქმა უნდა, არანაირი ჩასაფრების არ ეშინიათ და ხროვის სუსტ წევრებს თავდასხმის წინა ფრონტზე არ უშვებენ. ხროვას, უმეტეს შემთხვევაში, ლიდერი მიუძღვის (ალფა ძუ მგელი ან ალფა ხვადი მგელი). სწორედ ლიდერი წყვეტს საცხოვრებელი ტერიტორიის, ნადირობისა და დაცვის საკითხებს. ის ხროვის კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, ამიტომ ლიდერი მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი ცხოველი ხდება.


Zooclub
წინამძღოლი ყოველთვის არ მიუძღვის წინ. ის შეიძლება ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაადგილდებოდეს, ამ დროს ის ხროვის ყველა წევრს ამოწმებს.

Zooclub

ცხოველები კოლონად მიდიან, რომ ენერგია შეინარჩუნონ. ღრმა თოვლში ძნელია გადაადგილება, ამიტომ მგლები ერთმანეთს მიყვებიან. წინ წასული სუსტი ცხოველები მალე გამოვიდოდნენ მწყობრიდან, ამიტომ თოვლში პირველები ძლიერი და ამტანი მგლები მიდიან.

Zooclub

თუმცა, მგლის ხროვაში მართლაც, არსებობს მკაცრი იერარქია. ყველა მგელი ალფა-წყვილს ემორჩილება. მათ უკან ბეტა-წყვილები მოჰყვებიან, შემდეგ გამა-მგლები და ყველაზე ქვედა იერარქიული საფეხურია - ომეგა-მგლები, რომლებსაც ასაკოვანი მგლები და მგლის ლეკვები მიეკუთვნებიან.

Zooclub

მგლები ძლიან ერთგულები არიან. მათი წყვილები სამუდამოდ იქმნება. მგელი თუ თავის მეორე ნახევარს შეხვდება, აღარასოდეს შორდება! სიკვდილამდე ერთად არიან!

აი, ასეთი საინტერესო ურთიერთობებია მგლებში - საოცარ არსებებში! და გარწმუნებთ, რაც მეტს შეიტყობთ მგლებზე, მით მეტი პატივისცემით განეწყობით მათდამი!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?