ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს (+ვიდეო)
ინდოეთში წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალი ბოთლით დაალევინეს (+ვიდეო)
სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა (სამხრეთ ინდოეთი) სამეფო კობრას წყალი ბოთლიდან დაალევინეს.

"Daily Mail"-ის ცნობით, რეგიონი გვალვით ძალიან დაზარალდა. სწორედ ამ მიზეზით, წყურვილით გაწამებული 3.5 მეტრის გველი ადამიანებთან წყლის სათხოვნელად მივიდა. ყოველი შემთხვევისთვის, ქვეწარმავალი კუდით ეჭირათ და გველმჭერი მზად ჰყავდათ, თუმცა, კობრამ მშვიდად დალია წყალი ისე, რომ თავდასხმის არავითარი მცდელობა არ ქონია. მოგვიანებით, ის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრში გადაიყვანეს.

სამეფო კობრა, ანუ გამადრიადი - შხამიანი გველებიდან ყველაზე მსხვილია.
ის ინდოეთის, პაკისტანის, ინდონეზიისა და ფილიპინების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია, ამასთან, ის სიცოცხლის მანძილზეც იზრდება. მისი კვების რაციონში სხვა გველები და მღრღნელები შედიან.

ინდოეთში სამეფო კობრის
კბენისგან ადამიანების სიკვდილიანობა ძალიან იშვიათია. ამასთან, სხვა შხამიანი გველების ნაკბენით ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანი იღუპება.

იხილეთ ვიდეო
irakli1-ს
ვიდეოა, დასრიალებს. მეტი რაღა გინდა? :))))))
ჰმ
და მაშ დუდუკს რომ უკრავენ და რომ ცეკვავს - ის არ არის მოშინაურებული? თუ ის ველურზე ველურია? :DDDDD
იო
და შინაური კობრაც არსებობს???
irakli1
ესაა ვიდეო? დდდდ "გამადრიადას" ამას ეძახიან?მე სხვა ჯიშის მეგონა. ისე კი გაგონილი მაქვს,რომ მისი შხამი ძლიერი არაა,მაგრამ იმდენი რაოდენობით გამოყოფს,რომ ნებისმიერ არსებას საათებში კლავსო!მეგონა სამხრეთ ამერიკაში ბინადრობდა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?