მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ!
მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ!
გველებზე ცუდად საუბრობენ... შესაძლოა, ეს ედემის ბაღის გველის გამოა. არსებობს სხვადასხვა სახეობის გველი...

ახლა ყველაზე საშიშ გველებს შევეხებით.

მაშ ასე, გაიცანით ყველაზე შხამიანი გველები დედამიწაზე.


1. აღმოსავლური ყავისფერი გველი.
შხამის ტოქსიკურობის მიხედვით, ეს სახეობა ყველაზე შხამიან გველებში მეორე ადგილს იკავებს.
Zooclub

2. შავი მამბა
ბინადრობს აფრიკაში. სახელი კანისა და ხახას მუქი შეფერილობის გამო მიიღო. მისი სიგრძე 3 მეტრს აჭარბებს და ჩვეულებრივ, მოულოდნელად ესხმიან თავს.
Zooclub

3. ღრმულთავიანი
გველგესლა

მას თავის ქალაზე აქვს პატარა ღრმული, რომელიც სხვა გველებისგან განასხვავებს. როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, გველგესლა კუდს აამოძრავებს. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს და მისი თავდასხმისგან თავის დაღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია.
Zooclub
4.
ჩვეულებრივი გველგესლა

ეს გველები გვხვდება როგორც ევროპაში, ისე აზიაში. დიდი გველების სიგრძე დაახლოებით 60 სანტიმეტრს აღწევს. გველგესლას შხამი არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკურია.
Zooclub
5. ეფა
პატარა და ყოჩაღი! ამ გველის სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს. მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია.
Zooclub

6. სამეფო კობრა
უმსხვილესი შხამიანი გველი მსოფლიოში. მხოლოდ შხამის წვეთი და ადამიანი დაიღუპება! ძნელია დაჯერება, რომ სამეფო კობრას შხამის ერთჯერადი დოზა 20 ადამიანს ან ერთ სპილოს მოკლავს.
Zooclub

7. პამა, იგივე ლენტისებრი კრაიტი
ბინადრობს ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. ისინი ღამის ცხოვრებით, წყალში ცხოვრობენ. მათ მორცხვ გველებსაც ეძახიან, რადგან ისინი მორიდებულად მალავენ თავს კუდის უკან.
Zooclub

8. ფილიპინური კობრა
ამ რეპტილიას შხამის 3 მეტრის სიგრძეზე გადმოფურთხება შეუძლია, ხოლო ერთი ნაკბენის შხამს ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მოკვლა შეუძლია.
Zooclub

9. ვეფხისებრი გველი
ეს სახელი გველმა ტყუილად არ მიიღო! მის შხამს ადამიანის პარალიზება შეუძლია.
Zooclub

10. ტაიპანი, სასტიკი გველი
ეს საოცრება ავსტრალიაში ბინადრობს. იგი ძალიან შხამიანია. ამ გველის შხამის ერთ დოზას 100 ადამიანის მოკვლა შეუძლია.
Zooclub

მართლაც, სჯობს, მოერიდოთ ამ ქვეწარმავლებს - ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.
გიორგი
ხვალ მივფრინავ ბრაზილიის ჯუნგლებში და გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. კიდევ კარგი დღეს წავიკითხე. როგორი ქვეყანა გვაქვს და საერთოდ არ ვუფრთხილდებით. ყველაფრის ღირსნი ვათ.
გიორგი
არ გაიქცევი და შენი აჯობებს.
lasha
მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველები ბინადრობენ ბრაზილიაში გველების კუნძულზე, და ერთადერთი მიზეზის რის გამოც რეიტინგში ვერ ხვდებიანარის ის რომ იმ პატარა კუნძულს იქეთ ასეთი სახეობები არსად არ ბინადრობენ. არც ამაზონის ტყეში და არც აფრიკის კონტინენტზე
lizis
საქართველოში ბინადრობს გველგესლის რამდენიმე სახეობა. ასევე არის გიურზაც. თუმცა, შხამიანი გველი ცოტაა და ძირითადად, კახეთ-დედოფლისწყაროში გვხვდება. უმეტესად ხოკერაა გავრცელებული, რომელიც უშხამო და არააგრესიულია. პირიქით, თაგვ-ვირთხას ეტანება.
lizi
კარგი იქნება იმასაც თუ მიუთებთ რომ აქედან არც ერთი გველი არ ბინადრობს საქართველოში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?