მოსულის ზოოპარკში მიტოვებული ლომი და დათვი გადაარჩინეს
მოსულის ზოოპარკში მიტოვებული ლომი და დათვი გადაარჩინეს
როდესაც ზოოპარკში ლულა აღმოაჩინეს, მას პნევმონია ქონდა.

ერთადერთი გადარჩენილი ცხოველები მოსულის (ერაყი) ზოოპარკში ერაყის ომის პერიოდში ლომი სიმბა და დათვი ლულა თებერვალში კერძო ზოოპარკში აღმოაჩინეს. დატოვებული ცხოველები დაფარულნი იყვნენ ჭუჭყითა და ექსკრემენტებით. ისინი კვლავ გალიაში ცხოვრობდნენ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოთხი თათი” მათ დაეხმარა. ისინი მალე იორდანიაში გადაიყვანეს.

თითქმის ექვსთვიანმა უსასტიკემა ბრძოლებმა მოსულში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობაში. ასიათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლები.

Zooclub

საქველმოქმედო ორგანიზაციას რამდენიმე კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ერაყის სახელმწიფოსთვის აუცილებელი საბუთები გამოეთხოვა.

ზოოპარკი ბრძოლის
დროს სრულიად დანგრეული იყო. ცხოველები დაიხოცნენ ზოგი საომარი თავდასხმებით, ზოგი კი შიმშილით.

ვეტერინარი ამირ ხალილი,
რომელიც ველური ცხოველების გადარჩენის მისიას უდგას სათავეში, აცხადებს, რომ სიმბა და ლულა მრავალი დაავადებით იტანჯებოდნენ, რაც დაკავშირბული იყო ცუდ კვებასა და მოვლასთან.

Zooclub

რამდენიმე კვირის შემდეგ ცხოველების ქვეყნიდან გაყვანის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - სატვირთო მანქანა, სადაც ცხოველები იმყოფებოდნენ, გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

სატვირთო 9 დღე იცდიდა, სანამ დამატებითი საშვი არ მიიღო. ამ პერიოდში სიმბას სასუნთქი ორგანოების პრობლემები დაეწყო.

Zooclub

ყველაფრის მიუხედავად, მათ საზღვარი გადალახეს და ცხოველებისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ხალილმა პირობა დადო, რომ ამ ნატანჯ არსებებს სიხარული და მშვიდი ცხოვრება დაუბრუნდებოდათ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?